ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქვიშხეთის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მსუბუქ ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაიცვალა ბებია, ბაბუა და 15 წლის შვილიშვილი მარიამ შატბერაშვილი.
უმცროს დას, ბარბარეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურადაა.
ცნობილია, რომ გარდაცვლილები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მცხოვრებლები იყვნენ.
უდიდესი ტრაგედია და მოუშუშებელი ტკივილი… საშინელ ავტოავარიას ემსხვერპლა ანსამბლ „სამეფოს“ ულამაზესი და გამორჩეული მოცეკვავე, მარიამ შატბერაშვილი, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად.
სიტყვები უძლურია ამ ტკივილის გადმოსაცემად. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ მარიამის ოჯახს, მშობლებს, ანსამბლ „სამეფოს“ თითოეულ წევრს, მასწავლებელსა და სრულიად ბორჯომს ამ აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო.
მარიამი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში თავისი სინათლითა და ცეკვის სიყვარულით.
ამ უმძიმეს წუთებში მთელი ჩვენი ფიქრები და ლოცვა მარიამის დისკენაა მიმართული, რომელმაც ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და სიცოცხლისთვის იბრძვის. უფალმა გააძლიეროს და გამოაჯანმრთელოს! ბარბარე
ნათელში იყოს თვალებ ციმციმა მარიამის, მისი ბებიისა და ბაბუის სულები… – წერს სოციალურ ქსელში წაღვერის საქალაქო კულტურის სახლი.
📰 გააგრძელე კითხვა...