LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო

33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო

დაპოსტა 2025/08/14-ში
A A
56
ნახვა
გაზიარება

1992 წელს, 33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში, რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად ,საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ინგირი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარების გეგმა მან პირადად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადისლავ არძინბასთან შეათანხმა, მაგრამ როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.
საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული პირველი მსხვერპლი სწორედ ამ საგუშაგოზე მომხდარ შეტაკებას უკავშირდება.

14 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ადგილობრივი ტელევიზიით აფხაზეთის ხალხს სამამულო ომის დაწყება აუწყა და ადგილობრივ შენაერთებსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ჩართულ საზოგადოებას თავ-თავიანთი პოზიციების დაკავებისკენ, ხოლო ოფიციალურ თბილისს სახელმწიფო საბჭოს ჯარების აფხაზეთიდან გაყვანისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული შენაერთები ქალაქებში არ უნდა შესულიყვნენ, ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ თენგიზ კიტოვანის შენაერთები აფხაზეთის დედაქალაქში ტანკებითა და მძიმე ტექნიკით შევიდნენ.

ქალაქში შესვლისთანავე დაპირისპირებულ ძალებს შორის ბრძოლა ქალაქ სოხუმის ტურბაზის რაიონსა და იმავე რაიონთან ახლოს მდებარე წითელი ხიდთან გაიმართა. სოხუმის ძირითად ნაწილში დარჩენილმა აფხაზურმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ წინააღმდეგობა სამი დღე გასწია და 17 აგვისტოს სოხუმი ორგანიზებულად დატოვა და ქალაქ გუდაუთაში გადავიდა.

ამ სამი დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი სოხუმის განაპირა, შუქურის რაიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილში იყო და იქედან ხელმძღვანელობდა აფხაზური ძალების წინააღმდეგობას, მაგრამ შემდეგ თავადაც გუდაუთაში გადაბარგდა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოყალიბებული ბატალიონები დაშლილი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა 16 სექტემბერს სოხუმისათვის ბრძოლა 27 სექტემბერს დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

1993 წლის შემოდგომაზე განვითარებულ პროცესებს წინ უძღოდა 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზური შენაერთების მიერ აღება. სწორედ გაგრის ზონის დაკარგვით შეძლო აფხაზურმა მხარემ რუსეთთან საზღვრის დაკავებით ქართულ მხარეზე უპირატესობის მოპოვება.

აფხაზურმა შენაერთებმა საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურზე 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. სწორედ ამიტომ აფხაზური ხელისუფლება ქართულ მხარესთან საომარ მოქმედებებში გამარჯვებას ოფიციალურად 30 სექტემბერს აღნიშნავს.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7010 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

” ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი”- მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, შეძლო ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ - ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით...

დაწვრილებითDetails

5 რამ, რაც ჩუმად ცვლის შენს ცხოვრებას

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ აზროვნებას
მთავარი

1. პირველი 10 წუთი გაღვიძების შემდეგჩვენს ტვინს დილით, გაღვიძების პირველ წუთებში, განსაკუთრებული სენსიტიურობა აქვს — რასაც ამ დროს ვიფიქრებთ ან ვნახავთ, მთელ მომავალ დღეს ემოციურ ტონს აძლევს. ამიტომ თუ ტელეფონში...

დაწვრილებითDetails

როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა, შემცირდეს
მთავარი

საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
“ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა” – სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თევდორე აბრამოვის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2025 წლის 15 აგვისტოს გამოტანილ კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს. 2025 წლის 14 აპრილს თევდორე აბრამოვის ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველმა...

დაწვრილებითDetails

დღეიდან ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები უქმდება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
დღეიდან ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები უქმდება
მთავარი

დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან,...

დაწვრილებითDetails

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას და ასევე, სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების...

დაწვრილებითDetails

თედო აბრამოვის გამამართლებელ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნარკოდანაშაულში ბრალდებულის თედო აბრამოვის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"