ქვეყანაში სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნება. დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მანამდე, დიდგორის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ჩატარდა, რის შემდეგაც, დიდგორის მემორიალამდე მსვლელობა მოეწყო.
ადგილზე მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები. დააჯილდოებენ სამხედრო მოსამსახურეებს.










