LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი

„ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი – მიხეილ ყაველაშვილი

დაპოსტა 2025/08/11-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

„ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი,- ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა აქვს სათქმელი შინდისის გმირებისთვის იმ ფონზე, „როდესაც აგვისტოს ომში საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს“.

როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, არსებობს კითხვები იმჟამინდელი ხელისუფლების -„ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

„რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს, მინდა გავმიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური და გეტყვით რატომ – არასდროს „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი. ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, მაგრამ ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. თითოეული სახელი, როგორც დღეს აღვნიშნავთ ამ ბიჭების თითოეულ გმირობას, არ უნდა იყოს დავიწყებული თითოეული ქართველისთვის, მით უმეტეს, ამ გმირობის მაგალითზე. ყველა ჩვენგანმა, ნებსით თუ უნებლიედ, შეიძლება გამიზნულად, ვერ დავიცავით, ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე. გარკვეული კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი ვარ, დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვები აქვს მთელ საქართველოს, თუ რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რატომ არ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ რუსეთი უკვე შემოჭრილი იყო.

„რუსეთის ქმედება ყველასთვის ნათელია. მათ ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინაშე, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და საპასუხოდ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. რუსეთის ქმედებაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა იმ ხელისუფლებასთან“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველო აუცილებლად იქნება სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი დანაშაული არ დაიფარება.

„ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი ინსტიტუცია, არცერთი წარმომადგენელია ამ ქვეყანაში, რომელსაც განხორციელებული აქვს მითუმეტეს საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული, არ უნდა იყოს დაფარული. ყველაფერი უნდა იყოს გაცხადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. დანარჩენი, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ფუტკრის ნაკბენმა 31 წლის კაცი იმსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
ფუტკრის ნაკბენმა 31 წლის კაცი იმსხვერპლა
მთავარი

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აღ­მა­მედ­ლო­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მწე­რის ნაკ­ბე­ნის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 წლის ორ­ხან ჰა­სა­ნო­ვი ფუტ­კარ­მა უკბი­ნა, რის შემ­დე­გაც მას სა­ვა­რა­უ­დოდ ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას...

დაწვრილებითDetails

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა (+ფოტო)

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. პირველ ოქტომბერს რუსეთის...

დაწვრილებითDetails

საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება დაემატება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
მთავარი

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.   მათივე ცნობით, Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით, კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.   „ქუთაისიდან...

დაწვრილებითDetails

სამზარეულოს დანით მოკლა… თურმე მეგობრობდნენ…ზუგდიდში მომხდარი დანაშაულის დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
სამზარეულოს დანით მოკლა… თურმე მეგობრობდნენ…ზუგდიდში მომხდარი დანაშაულის დეტალები
მთავარი

ზუგ­დიდ­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 34 წლის ნა­თია ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა 42 წლის ნა­თია აფხა­ზა­ვა მოკ­ლა.   არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბრალ­დე­ბულ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე ჩარ­ტყმით მოკ­ლა აფხა­ზა­ვა. მოკ­ლულს 14 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი....

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ის 27-32 გრადუსამდე გათბება, ხოლო თბილისში 30 გრადუსს...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 14 აგვისტო ზოდიაქოას ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დიდ ინტერესს გამოიწვევს თქვენი გასაიდუმლოებული თუ იდუმალებით მოცული ურთიერთობები. ყურადღება თქვენი პერსონის მიმართ გაიზრდება. კურო დღეს, სიმშვიდე და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა ძალებს შეგმატებთ. საღამო გაატარეთ მეგობრებთან. ტყუპები მოთოკეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო
მთავარი

1992 წელს, 33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში, რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად ,საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც...

დაწვრილებითDetails

ყვითლად შეღებილი ქათამი – რა ხდება ქართულ ბაზარზე

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ყვითლად შეღებილი ქათამი – რა ხდება ქართულ ბაზარზე
მთავარი

ყვითლად შეღებილი ქათამი - რას ჭამთ, როდესაც გგონიათ, რომ სოფლის დედალს მიირთმევთ - ამ სათაურით ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს ,,რადიო თავისუფლება".  ვრცელ მასალაში საუბარია თუ როგორ იყენებენ საქართველოში ქიმიურ საღებავებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ქალმა ქალი მოკლა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

ზუგდიდში ქალმა ქალი მოკლა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ქალია დაკავებული.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"