LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე 225 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

“რატომ სჭირდება კიდევ 7 წელი მაგისტრალის დასრულებას” – რა პრობლემებზე საუბრობს პაატა ცაგარეიშვილი

დაპოსტა 2025/08/08-ში
A A
2.2k
ნახვა
გაზიარება

„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“, – ასე ეხმაურება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულების ვადებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

კერძოდ, საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, E-60-ის (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვის იგეგმება.

დეპარტამენტის ცნობით, მაგისტრალის 369 კმ-იანი მონაკვეთიდან საავტომობილო გზის მოდერნიზების პროექტი ეხება 340 კმ-ს, საიდანაც 215.15 კმ-ზე მოძრაობა სრულად გახსნილია. გამოდის, რომ საპროექტო ტერიტორიის დაახლოებით 63%-ზე სამუშაოები დასრულებულია. ამასთან, 10.4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, აღნიშნული მაგისტრალის დასრულების ვადები საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში 6-ჯერ მაინც გადადო. მისი თქმით, ვადის გადაწევა აისახება სახელმწიფოს მდგრადობაზე.

რატომ სჭირდება კიდევ 7 წელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულებას?

„ვაკვირდებით E60 მაგისტრალის მშენებლობას და ბოლო 6-7 წელიწადში საქართველოს მთავრობამ მინიმუმ 6-ჯერ დააანონსა ამ გზის მშენებლობის დასრულება. ვხედავ დისპროპორციას, როდესაც სახელმწიფო გვეუბნება, რომ ეს მაგისტრალი დასრულდება და ვერ ასრულებს, ეს მოქმედებს სახელმწიფოს მდგრადობაზე. ნებისმიერ სისტემას თავისი მდგრადობა გააჩნია, როდესაც 5-ჯერ და 6-ჯერ გადადებს სახელმწიფო ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას, იკვეთება რომ ქვეყნის მდგრადობას აქვს პრობლემები და შერყეულია.

მდგრადობის ნაწილში იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მაგალითად, როდესაც ამ მაგისტრალის გასწვრივ მეწარმე სუბიექტი ფიქრობს ააშენოს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო თუ სასოფლო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა და იცის, რომ გზა დასრულდება პირობითად 2 წელში, აშენებს ვადების პროპორციულად. შემდეგ უკვე როდესაც დასრულების ეტაპის გადავადება ხდება, ეს გარკვეულწილად ამუხრუჭებს სხვადასხვა საწარმოსა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, იქიდან გამომდინარე, რომ მეწარმისთვის მნიშვნელოვანი იყო მაგისტრალის სიახლოვეს ობიექტის განთავსება“, – აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, პროექტების ვადების გადაწევას თან ახლავს „მდგრადობის პრობლემა, საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების სირთულე, გზის გასწვრივ სამრეწველო ობიექტების განვითარების შენელება“.

როგორც პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, „ეს ყოველივე იწვევს ქვეყნის ეკონომიკის სტაგნაციას“.

„პირველ რიგში, პროექტების გახანგრძლივებით ირღვევა ქვეყნის მდგრადი განვითარება. მეორე, ამას მოსდევს გზის სიახლოვეს საწარმოო სიმძლავრეების დამუხრუჭება. მესამე, როდესაც პროექტები შენდება სხვადასხვა უცხოური საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით და ჩვენ აღებული გვაქვს სესხი და დროში ვერ ვასრულებთ პროექტებს, ფერხდება ახალი საფინანსო რესურსების ქვეყანაში შემოდინება. მაგალითად, როდესაც გვჭირდება სხვა ობიექტის მშენებლობისთვის ახალი სესხი, განაგრძეთ კითხვა

გაზიარება865

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"