კვლავ რთული ვითარება ხარაგაულის სოფლებში, სადაც უკვე ერატი თვეა მეწტრული პროცესები ვითარება.
სოფლებიდან ხემაღალი და ღვერკიდან პერიოდულად ფოტო-ვჯდეო მასალას აქვეყნებს მარადი გელაშვილი.
,,უკვე სამ ლოკაციაზე ჩადის მდინარის ხეობაში მიწის მასა, ქვებთან და ხეებთან ერთად ☹️ მთლიანი ტერიტორია 4-5 მეტრით არის დაწეული პირველი (ძირითადი) ნაპრალიდან. 🫤 როგორც სპეციალისტები ამბობენ საქართველოში მსგავი არასოდეს მომხდარა. (იგულისხმება ამხელა მიწის მასის ერთიანად დაძვრა და დაცურება)😥აქ ახლა მინიმუმ ჯარი უნდა იყოს ჩართული ხალხის ევაკუაციაში 😶” – წერს მარადი გელაშვილი სოციალურ ქსელში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ხემაღალსა და ღვერკში ერთი თვის წინ დაძრული მეწყერი დღითიდღე ძლიერდება.
ამ დროისათვის მეწყერულ ზონაში 50 ოჯახი გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, 30-მა ოჯახმა კი, საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ხემაღალში მცხოვრები ოთარ კვინიკაძე ამბობს, რომ ,დამეწყრილ ადგილებში ბზარები ყოველდღე მატულობს, მიწა იშლება და მასა მდინარე ყარნებასკენ იწევს.
შესაძლოა, მეწყერმა მდინარე ყარნება დააგუბოს და სანაპირო ზოლში მცხოვრები სოფელ ლაშის მოსახლეობა დააზარალოს. მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება რკინიგზასაც”.
მეწყერისგან დაზარალებული მოქალაქეები ეკომიგრანტების სააგენტოდან სახლის შესაძენი თანხის დროულად გამოყოფას მოითხოვენ. იაინი ამბობენ, რომ ამ მიზნით განსაზღვრული 30 000 ლარი მცირეა და ამ თანხით ახალი სახლის შეძენას ვერ შეძლებენ.