LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას

ამ უაზრო, ხალათიანი მავნებლების წყალობით, ორგანიზმი იწამლებოდა – რა მოხდა ბათუმში

დაპოსტა 2025/08/04-ში
A A
2k
ნახვა
გაზიარება

ჟურნალისტი ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში ექიმების დაუდევრობაზე საუბრობს და ვრცელ პოსტს აქვყენებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“Batumi Republican Hospital • ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დასახურები ხართ და სათითაოდ გამოსაძიებელია, ყველა თქვენი პაციენტის საქმე – სანამ ვინმეს შეიწირავთ, თუ უკვე არ შეიწირეთ!!!

26 ივლისს, ღებინებისა და მუცლის ტკივილით, მოზარდი შეიყვანეს თვითდინებით ამ საავადმყოფოდ წოდებულ დაწესებულებაში. აუღეს ანალიზები, გაუკეთეს გადასხმა და ა.შ. “ეხოზე” არ მოეწონათ თირკმელი და იეჭვეს რომ სეფსისი განვითარდა. პაციენტი (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, უახლოსი ნათესავია) გონზე იყო, კონტაქტურიც, თუმცა ბავშვის დედას უთხრეს რომ საჭიროა მისი რეანიმაციაში გადაყვანა. თან “ამშვიდებენ” რომ ” ნებისმიერ დროს შეიძლება გაუჩერდეს გული, ფილტვი, ღვიძლი და ა.შ”- მოკლედ კრიტიკულია, თუმცა სეფსისი წარმომავლობას ვერ ადგენდნენ.
მოგვიანებით, უფრო გაეხსნათ ფანტაზია – “უშვიათესს დაავადებასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ასეთთან შეხება არ გქვონიაო”, მაგრამ თუ რეანიმაციაში გადავიყვანთ, 5 დღეში გავწერთო – ანუ არ იციან დიაგნოზი, მაგრამ “განკურნავდნენ” 🙂
ასეთმა ურთიერთგამომრიცხავმა პასუხებმა და იმან, რომ პაციენტს “უიშვიათესი და უმძიმესი” არაფერი ეტყობოდა, ოჯახს გადააწყვეტინა მისი თბილისში ან თურქეთში გადაყვანა. თავიდან რეანიმაციაში არ ააყვანინეს ბავშვი (მერე ვერ გადაიყვანდნენ) და ამ დროს, ემერჯენსის განყოფილების უფროსი აწივლებულა, რომ “დედას არ უნდა შვილი გამოუჯანრთელდეს, არაა ნორმალური ქალიო” .
მანამდე, “კატეს” გადაღებისას ბავშვს გული აერია და იქ აწივლებულა კიდე ერთი ხალათიანი ქაჯი “ეს ახლა გავასუფთავე, რას დამიმსგავსეო”, ეუხეშებოდა პაციენტს (მძორი ხალათში).
მერე უროლოგი მოიყვანეს ( რა შუაში იყო, არ ვიცით) იმან, მართვის სისტემა გვაქვს და დატოვეთ ბავშვიო.
გრძლად რომ არ გამომივიდეს, გამოძახებული რეანომობილი უკან გააბრუნეს და ძლივს, თბილისის ინფექციურში ნაპოვნი ადგილიც დაიკარგა… როცა ბავშვი რეანიმაციაში აიყვანეს, გაუჩნდა სითხე – საიდან? ვერ გაარკვიეს “შავი ზღვისპირეთის წამყვანმა დოხტურებმა”. იმეორებდნენ რომ ყოველწუთიერად მძიმდებოდა ბავშბი, მაგრამ არაფერზე ყავდათ შეერთებული ( თუ გადაუდებელია, პრევენციული ზომებისთვის ხომ საჭიროა?).
მორიგე ექიმმა დაბალი წნევა აქვსო და “ფურასემიდს” აძლევდნენ, რაც დაბალ წნევაზე არ შეიძლება!
ექიმი პაციენტის გაჭრას ითხოვდა – რომ გამოეკვლით, თუმცა “შიგნით კიდევ რა დახვდებოდათ, არავინ იცოდა”… მეორე ექიმი კი, პაციენტის დედას არ პასუხობდა “კონფერენციაზე ვარ და რამდენჯერ მირეკავთო”.
დედას, რომელიც ფარმაცევტია და სხვაზე მეტად იცის ბევრი რამ, არ აჩვენებდნენ დანიშნულებას, ანალიზების პასუხს და არც ფორმა 100 აძლევდნენ, ადმინისტრაციაში უნდა დაწეროთ განცხადებაო.
ამ ხალათიან სვავებთან შედარებით, ნორმალური აღმოჩნდა, დირექტორი რომელმაც მოწვეული სპეციალისტის შეყვანის უფლება მისცა ოჯახს…
ანამნეზი მაინც გაიგზავნა თურქეთში, თუმცა შიგნით კატასტროფა ეწერა – მაგალითად ის რომ ბავშვი შოკურ მდგომარეობაში, უმძიმესი იყო (რაც სიმართლეს არ სეესაბამებოდა). ალბათ ასე ცდილობდნენ კლიენტის და არა პაციენტის შენარჩუნებას!
შედეგიც გამოიღო, ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიღებაზე, მხოლოდ ერთმა კლინიკამ განაცხადა თანხმობა, იმ შემთხვევაში თუ კატასტროფის ბრიგადას დამატებით, რეანიმაციის ექიმი გაყვებოდა.
ბევრი დეტალი რომ არ დავწერო, ჯერ ბრიგადას გამოყოლებული ექიმი გაგიჟებულა, შოკურ მდგომარეობაში მყოფი “უმძიმესი” პაციენტი, რომ დაინახა, რომელიც მეტყველებდა, ადეკვატურად პასუხობდა და Tik-tok სქროლავდა … სასწრაფოშიც არ გაჩერებია გული, როგორც ამას პროგნოზირებდნენ.
მერე კლინიკა “იმპერიალის” ექიმები გაგიჟდნენ, ქართველი კოლეგების ნიჭიერებით.
ბავშვს ადგილზე დახვდა ორი ინფექციონისტი და ქირურგი. მათ დათვალიერებით იეჭვეს რომ ბრმანაწლავის პრობლემა იყო, მაგრამ რადიოლოგს დაველოდოთო. რადიოლოგმა კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირველივე დღეს, პირველივე გადაღებული დისკი ნახა და ჰოი საიცრებავ, ბრმანაწლავი ყოფილა გამსკდარი და არანაირი “უიშვიათესი და აქამდე, მედიცინისთვის უცნობი დაავადება”!!!!
ბავშვს 1 საათში დაუსვეს ზუსტი დიაგნოზი, ოპერაცია გაგრძელდა 45 წუთი, ახლა გადის მკურნალიბის ბოლო ეტაპს – ისიც იმიტომ, რომ ამ უაზრო, ხალათიანი მავნებლების წყალობით, ეს პერიოდი გამსკდარი ბრმანაწლავუდან ორგანიზმი იწამლებოდა და მისი გასუფთავება გახდა საჭირო! და ხო, რომ არ გადაეყვანათ თურქეთში, მერე მართლა საშინელება დატრიალდებოდა – მოწამლული ქონდა მთელი ორგანიზმი!
ახლა ამიხსენით, XXI-ე საუკუნეში, გახეთქილი ბრმანაწლავი, “უიშვიათესი დაავადება” როგორ უნდა ეგონოს ნორმალურ ექიმებს ?! როგორ უნდა ენდო ან ამათ, ან ამ დაწესებულებაში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს?! ეს ყველაფერი ხომ თანხებთან არის დაკავშირებული ხო და ვისაც ამის საშუალება არ აქვს, იმან რა უნდა ქნას?! ამ შემთხვევაში დედამ იეჭვა რაღაც, რადგან თავადაც მედიკოსია, ბრმად არ ენდო ამ მართლა გიჟების კორპორაციის მუშაკებს, მაგრამ ვინც ვერ ერკვევა და ვერ ხვდება, იმან რა უნდა ქნას?!
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მიხედეთ ამათ, შეამოწმეთ მათი საქმიანობა! ამ კონკრეტულზე კი შემოვა ოფუციალური განაცხადი, შესაბამისი დოკუმენტაციით. ეს სტატუსიც საჯაროა და კანონით, უკვე ითვლება რომ სავარაუდო დარვევა, გადაცდომა, უპასუხისმგებლობაზე (მეტი თუ არა) ხართ ინფორმურებული!
P.s მე ვფიქრობ რომ ესენი, ან ყველანი უცოდინარები არიან, ან შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ ბიუჯეტიდან დამატებით ფული აიღონ (24 საათი, რეანიმაცია ძალიან ძვირია) – რაც არ უნდა იყოს, ორივე შემთხვევაში მავნებლობენ.
მჯერა, ასეთი არაერთი შემთხვევა ექნებათ ამ კონკრეტულ კანტორაშიც და სხვაგანაც.
ასეთი ექიმები ღუპავენ პაციენტებსაც, მათ ოჯახებსაც ( ღმერთმა დაიფაროს და მერე იტყვიან – “გვიან შემოიყვანეს”, “ოჯახი მკრნალიბას არ დათანხმდა”. ასეთი რამდენი მოგვისმენია) და ასეთები უფუჭებენ სახელს იმ ექიმებს, რომლებიც მართლა პროფესიონალები და კეთილსინდისიერები არიან!

P.s არავინ გაბედოთ შუამავლობა და შემოთვლები! თავად თუ ამას წაიკითხავენ, მადლობა თქვან, რომ ზომიერად დავწერე და სისხლით ნათესავებს არ გადავწვდი. რა თქმა უნდა, ყველაფრის მტკიცებულება არსებობს… გამოგყვებით ბოლომდე, ექთნიდან დაწყებული, ექიმებით დამთავრებული! ყველანაირად ვეცდები ეს “უიშვიათესი დაავადების მქონდე პარაზიტები” დაჯდეთ სახლში ან სადმე სხვაგან, პაციენტებისგან ძალიან შორს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიკა საჯაია.

გაზიარება807

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"