„საქსტატის“ მიხედვით, 2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის ლიმონი, კივი და კარტოფილი.
- ლიმონი – 123.6%;
- კივი – 65.3%;
- კარტოფილი – 55.3%;
- ნიორი – 35%;
- კაკაო – 32.3%;
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 29.1%;
- ნაყინი – 26%;
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 22.5%;
- მანდარინი – 22.5%;
- მზესუმზირის ზეთი – 21.8%.