2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორის არის თვითმფრინავის ბილეთი, დიზელი და ინტერნეტის გადასახდელი.
„საქსტატზე“ დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც წლიურად ყველაზე მეტად გაიაფდა:
- კიტრი – 27.2%;
- ინტერნეტის გადასახდელი – 24.5%;
- წიწაკა – 19%;
- საზამთრო – 16.2%;
- მწვანე ლობიო – 15.1%;
- დიზელის საწვავი – 11.5%;
- მაცივარი – 11.4%;
- შპალერი – 11%;
- თვითმფრინავით მგზავრობა – 10.9%;
- მიქსერი – 10.8%.