ქუთაისელ მხატვართა რიგებს კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა, გარდაიცვალა დიმიტრი შანიძე – ინცორმაცია გალერეა ,,ვარლა” ავრცელებს.
დიმიტრი შანიძე დაიბადა 1955 წლის 13 თებერვალს.
1968-72 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში.
1980 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
საკავშირო გამოფენაზე „სამშობლოს ცისფერი გზები“, რომელიც 1979 წელს გაიხსნა მოსკოვში და დ. შანიძის ხელოვნების პირველი საჯარო დემონსტრირება გახდა.
2008 წელს მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო ჩოხატაურში.
ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონალური ორგანიზაცია უსამძიმრებს ოჯახს
დაკრძალვა ხუთშაბათს 15:00სთ.ზე (ავტოქარხნის დასახლება)ლეჟავას 12.










