მძიმე ტრაგედია მოხდა დღეს ოკუპირებული გალის სოფელ გაგიდეში. გავრცელებული ცნობით, გალის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ელენე ჭოლარია ზღვაში დაიხრჩო.
სამწუხაროდ ასევე გარდაიცვალა გოგონას ბიძა, რომელიც ზღვაში ბავშვის გადასარჩენად შევიდა. ოჯახის ახლობლებლის თქმით მას გულმა უმტყუნა.
,,ამ ანგელოზის საშველად შევიდა მისი ახლგაზრდა ბიძა რომელსაც გულმა უმტყუნა და იქვე დაიხრჩო. მას სამი ანგელოზი შვილი დარჩა. რა დაუნდობელი ხარ სიკვდილო. ისეთი სანიმუშო ოჯახიდან არიან ჭიანჭველას ფეხს რომ არ დააბიჯებს. გამძლეობა მათ მშობლებს. ნათელში იყოს მათი უბოროტო სული”
„ეს ანგელოზი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში. თანავუგრძნობთ და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს, ნათესავებს , მთლიანად რაიონს! “მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ ზღვასთან, მდინარესთან. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!”.
„დღეს საშინელება დატრიალდა აფხაზეთში სოფელ გაგიდაში, ზღვაში დაიხრჩო ქალაქ გალის 1-ლი საშუალო სკოლის მე-10 კლასელი, ანგელოზი გოგონა ელენე ჭოლარია თანავუგრძნობთ მის ოჯახს, სკოლას, მეგობრებს…ნათელში განისვენოს ელენეს უმანკო სულმა“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.









