ხარაგაულის სოფლებში მეწყრული პროცესები გრძელდება. ვიტარება ყოველდღიურად უფრო რთულდება. ადგილობრივი მარადი გელაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს და წერს:
“ე.ი. მაშინ როდესაც თოვლს ბრალდება, ეს ნაპრალი რატომღაც მაინცდამაინც იწყება რკინიგზისთვის აფეთქებული მთის ფერდიდან, ორ სოფელს რკალისებურად უვლის გარშემო და მიდის მდინარისკენ, რაც გზად ხვდება და შუალედში მოექცა ყველაფერს მდინარისკენ ექაჩება. ნაპრალის სიგრძე 2.5 კმ-ია -+ და სიგანე (მდინარემდე მანძილი) დაახლოებით კილომეტრამდე. წითლად მონიშნული მთის ძირში გადის მდინარე. დაახლოებით წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის კატასტროფის წინაშე დგას რაიონი? გარდა უკვე დაზარალებული ორი სოფლისა (ხემაღალი და ღვერკი), ასევე საფრთხის ქვეშაა, უჩამეთი, ლაშე, ლაშის იგორეთი, ლელაძისეული, ძირულა, ვაშპარიანი, ქვედა წევა და შეიძლება შორაპანიც კი. რკინიგზაც და ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზის მონაკვეთი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მერე არ თქვათ არ ვიცოდით ან ასეც არ გვეგონაო.
– მთავარი ნაპრალი
– მდინარე
– რკინიგზის ლიანდაგი