LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა საერთო აქვთ კარიესსა და გულის შეტევას

რა საერთო აქვთ კარიესსა და გულის შეტევას

დაპოსტა 2025/07/30-ში
A A
41
ნახვა
გაზიარება

უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ ჯანმრთელია მისი პირის ღრუ.

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დაადგინეს რომ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და კბილების / ღრძილების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებთან. ის ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ კბილების წმენდის რუტინას, უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულ – სისხლძარღვთა დაავადებებისაკენ.

რა კავშირშია ერთმანეთთან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და პირის ღრუს ჰიგიენა?

თანამედროვე ეპოქაში  სამედიცინო აპარატურის განვთარებამ და კვლევების ახალი მეთოდების ჩამოყალიბებამ ცხადყო კავშირი პირის ღრუში მავნე ბაქტერიების გამრავლებასა და კარდიო – ვასკულარული დაავადებების განვითარებას შორის.

სფეროს სპეციალისტების თქმით, პირის ღრუში გამრავლებული ბაქტერიები იწვევენ კარიესს, პაროდონტიტსა  და გინგივიტს (პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთება). ასევე, იწვევენ კაპილარებისა / ვენების ანთებას და სისხლის მცირე კოლტების წარმოქმნას. ამასთან ერთად, პირის ღრუს ბაქტერიები არტერიული სისტემის გავლით ხვდებიან მთელს სხეულში და აზიანებენ სხვადასხვა ორგანოებს.  ანთებითი პროცესის განვითარების გამო შედედებული სისხლის კოლტებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და/ან  იშემიური ინსულტი.

მეცნიერებმა შეისწავლეს ათასობით პაციენტი და დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც 10-ზე მეტი კბილი აკლიათ, 66%-ით მეტად ემუქრებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი

ხოლო იმ პაციენტებს, ვისაც დაუმუშავებელი კბილის ინფექცია აღენიშნებათ, 2.7-ჯერ მეტი შანსი აქვთ, განუვითარდეთ კორონარული არტერიის დაავადება

სპეციალისტების გაფრთხილება

დოქტორი ენდრიუ უაქსლერი, პენსილვანიის სახელმწიფო ჯანდაცვის კარდიოლოგი:

„დაუმუშავებელი ინფექცია კბილებში და ღრძილებში ბაქტერიების წყაროა, რომლებიც პირდაპირ გადადის სისხლში. ეს ბაქტერიები კი ორგანიზმში სისტემურ ანთებას იწვევს — განსაკუთრებით სისხლძარღვებში.“

როგორ ხდება ინფექციის გავრცელება?

პირის ღრუს ინფექცია იწვევს ბაქტერიების სისხლში გადასვლას. ეს ბაქტერიები შემდეგ:

იწვევენ ქრონიკულ ანთებას
აზიანებენ სისხლძარღვების კედლებს
ხელს უწყობენ ათეროსკლეროზს
და ზრდიან გულის შეტევისა და ინსულტის რისკს
განსაკუთრებით საშიშია შემთხვევები, როცა ინფექცია ჩუმად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

როგორ დავიცვათ გული კბილების მეშვეობით?

პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები:

კბილების გახეხვა დღეში ორჯერ – ფტორის შემცველი პასტით
კბილების ძაფით გაწმენდა ყოველდღე
სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ 6 თვეში მაინც
თამბაქოს და ზედმეტი შაქრის გამორიცხვა
ჯანმრთელი კვება და საკმარისი წყალი

ღრძილების სისხლდენა და სუნი — სიგნალია, ნუ უგულებელყოფთ!

კბილი — მხოლოდ კბილი არაა

ჩვენ ხშირად ვაფასებთ კბილს მხოლოდ გარეგნულად: გვინდა თეთრი და ლამაზი ღიმილი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ პირის ღრუ მთლიანად არის ადამიანის ჯანმრთელობის „სარკე“.

კარიესი, ინფექცია, ანთება — ყველაფერი ეს შეიძლება გახდეს გულის დაავადების მიზეზი… ვრცლად

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.

დაწვრილებითDetails

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი
მთავარი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესს” – ირმა ინაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
„სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი აღსარება იწერებაო“- ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნება”-ს პოსტს უძღვნის
მთავარი

ეს ხომ თავიდან ბოლომდე შეკერილი თემა იყო, რაც დიტო ჩუბინიძესთან მიმართებაში ვიხილეთ, მას აბსოლუტურად აბსურდული ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს – მეცნიერები გლობალური დათბობის ახალ შედეგებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს. ამის შესახებ თესალონიკის (სალონიკის) არისტოტელეს უნივერსიტეტისა და ვენის უნივეტრსიტეტის მეცნიერების დასკვნაში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს. კერძოდ, თითქმის, ორი ათწლეულის განმავლობაში მიღებულ თანამგზავრულ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

შავი ზღვის წლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ. სააგენტოს ცნობით, ისინი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს....

დაწვრილებითDetails

„გეოგრაფიული გამოწვევის წინაშე ვდგავართ…ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს წყალტუბოსთვის“

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები
მთავარი

ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება, დადებით ფაქტორად ჩაითვალოს, თუმცა, გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქობულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა ყოველდღიური საჭიროებებისა თუ პროდუქციის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
მთავარი

საქართველოს ავტოპარკი ისევ იზრდება - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ჯამურმა რიცხვმა 2 010 195 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“) აქვეყნებს. მონაცემების თანახმად,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ნოემბერში ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, 2026 წლის ნოემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. მოულოდნელი ბონუსი, დაბრუნებული ვალი თუ დამატებითი შემოსავლის წყარო - თითოეულ მათგანს...

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც 2 ნოემბრიდან ამოქმედდება – ნახეთ, ვის შეეხება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
კარგი სიახლე იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
მთავარი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან ქალაქ გორში B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორი საგამოცდო მარშრუტი შეიცვლება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანი საგამოცდო პროცესის...

დაწვრილებითDetails

“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცი, ბაჩო ტეფნაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ძალიან გვატკინე გული. ნათელი გზა გქონდეს, ჩვენო ძმაო,"- წერს სურამის რაგბის გუნდი "მგლები."

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"