“ტყე არის ხალხის, არა ერთი კაცის”,- ამ ლოზუნგით, ვანის მერიასთან აქცია მიმდინარეობს.
კურორტ საირმის მცხოვრებლები, საირმეში, სამ თვეზე მეტია, 13 296 ჰა მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ. მათი თქმით, ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული. დღეს მათმა პროტესტმა ვანის მერიასთან გადაინაცვლა.









