„ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატად დავით ერემეიშვილი დასახელდა.
ერემეიშვილს მერობის კანდიდატად დასახელებას უკვე ულოცავს, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე.
“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მმართველი პატიის „ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელდა.
ბატონი დავითი გამოირჩევა ქალაქის სიყვარულით და ქუთაისზე ზრუნვით. მისი ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა და განხორციელდა ჩვენს ქალაქში.
2019 წელს მან მერის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა, ხოლო 2024 წლიდან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია, რომელსაც გამორჩეული პასუხისმგებლობით ეკიდება.
ვულოცავ დავით ერემეიშვილს კანდიდატად დასახელებას და ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებული ვარ.
სამომავლოდ არაერთი სასიკეთო საქმე გაეკეთებინოს ჩვენი ქალაქის განვითარებისა და წინსვლისთვის.” – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე.
როგორც ცნობილია დავით ერემეიშვილის მერობის კანდიდატად, ოფიციალურად, უახლოეს პერიოდში წარადგენენ.
ამჟამად ერემეიშვილი მერის მოვალეობას ასრულებს.









