LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად! “- ექსპერტი მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე

” წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად! “- ექსპერტი მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე

დაპოსტა 2025/07/21-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

ვნახე ორივე კადრი კარგი განათებით. აქ არც სისხლის შეფერილობა შეგვინიშნავს. სრულიად შემართებით, გამოიყურება [ირაკლი დგებუაძე] წუთ ნახევრის შემდეგ – წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად, – ამის შესახებ ექსპერტმა ნათია ხარატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარის შემდეგ, ირაკლი დგებუაძეს ფიზიოლოგიური ცვლილება არ აქვს.

„სისხლძარღვები თუ დაზიანდა, შეიძლება ფერი შეიცვალოს, ბევრი რამ განსაზღვრავს ტკივილს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ობიექტური ნიშანი არ ჩანს. დგებუაძეს ჩივილი არ აქვს. რეალური დაზიანების ნიშნები ამ მომენტისათვის არ გვაქვს, პოტენციურ საფრთხეს რაც შეეხება, შესაძლოა, ყოფილიყო ჩალურჯება, მაგალითად, თუ წაიქეცი და გეტკინა, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე საათში ეს ზიანი გამოჩნდა. ასევე, შეიძლება ადამიანი დაიბადოს ისე, რომ არ ჰქონდეს ტკივილი. მწვავე ტკივილს არ მოყვა არანაირი ზიანი, რამდენიმე საათის შემდეგ არ განვითარდა ანთებითი პროცესი. ამ ადამიანის [ირაკლი დგებუაძის] მენტალურ ჯანმრთელობაზე ვერ ვისაუბრებ. ის საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობს. მგონია, რომ გავლილი აქვს შესაბამისი პროცედურები და არ მგონია, ამ მენტალობის ადამიანები მუშაობდნენ.

მწვავე ტკივილი ყოველთვის რაღაცით გამოისახება, ყოველთვის მოჰყვება მოტორული აქტივობა. როდესაც სახის ტკივილზე ვსაუბრობთ, მასზე პასუხისმგებელია სამწვერა ნერვი, სამწვერა ნერვის ტკივილი ლათინურად არის „ტოკ დოლორეს“ ანუ ტკივილიანი შეცვლა სახის, სახის ასიმეტრია. ტკივილს აქვს სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები. სუბიექტური შეფასებისთვის, ვსარგებლობთ შემდეგით: ვეუბნებით ადამიანს, როგორ ფიქრობ, სად არის შენი ტკივილი? ათბალიან სკალის ფარგლებში ხდება შეფასება. ტირილიც შეიძლება სუბიექტურად განვსაზღვროთ. განსხვავებული ტკივილის ამტანობა აქვს ქალსა და მამაკაცს, მოხუცსა და ბავშვს. ობიექტური მონაცემებია: ფერი შეეცვალა, იმდენად ეტკინა, რომ გაფითრდა, ან მესამე დღეს გაყვითლდა ან ჩალურჯდა. ობიექტური მონაცემია, რეფლექსური პასუხი ცრემლი, ან დაჯდომა ან გონების კარგვა.

ტკივილის შეფასებას განსაზღვრავს ადამიანის ასაკი, წონა, გამოცდილება. აქ ჩვენ ფიზიოლოგიური ცვლილება არ გვაქვს. არცერთი ობიექტური ნიშანი არ გვაქვს, დარტყმის პროცესში სახე უეცრად გაწითლდა.

ვნახე ორივე კადრი კარგი განათებით. აქ არც სისხლის შეფერილობა შეგვინიშნავს. სრულიად შემართებით, გამოიყურება [ირაკლი დგებუაძე] წუთ ნახევრის შემდეგ [სილის გაწვნიდან]. მე მივიღე დასკვნა, რომ მას არ ჰქონია ჩივილი, არც შემდეგ გამოჩენილა, როდესაც სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა ვიხილეთ.

წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად. სიწითლე ჰაერიდან არ მოდის, სიწითლეზე პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ, ამას ჩვენ ვერ ვმართავთ. ეს სიწითლე არანაირად არ შეიძლება 30 წუთის შემდეგ გაჩნდეს. ფსიქოლოგიურად შეიძლება განვიხილოთ, რომ ამ ადამიანის [ირაკლი დგებუაძის] შესაძლო ფსიქოლოგიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე.

ეს შეიძლება აიხსნას ასე: შეიძლება ერთი წლის წინ მოხდა, პოსტტრავმული შედეგია, ბავშვობაში ან შეყვარებულთან…

სახეში დარტყმის ხმა იყო სუსტი ტაშის შემოკვრის მსგავსი – ბოლოს როდის იყავით სუხიშვილების კონცერტზე? ტაშის დაკვრა რომ მტკივნეული იყოს, არ დავუკრავდით ტაშს. ტაშის შემდეგ რეაბილიტაცია არ გვჭირდება. ეს ჩემი სუბიექტური პოზიციაა, რომ გავამყარო ობიექტურობა,“ – განაცხადა ნათია ხარატმა.

ამასთან, პროკურორი შოთა ჩხაიძე მოწმის, ნათია ხარატისა და მზია ამაღლობელის ადვოკატების მხრიდან მოითხოვდა, ექსპერტის დასკვნაზე ბეჭდის და სარეგისტრაციო ნომრის ჩვენებას.

აღნიშნული საკითხი მხარეებს შორის შელაპარაკების მიზეზი გახდა. ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი?

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიოში ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულებამ 4 094 დოლარი შეადგინა, რაც დღიურად 0.69%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნცია...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში?” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” - ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე,...

დაწვრილებითDetails

” ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას “- ნათია თურნავა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი – თურნავა ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენაზე
მთავარი

ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართოდ...

დაწვრილებითDetails

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, საბიუჯეტო ცვლილებებით ერთი მხრივ ხორციელდება იმ პროგრამების დამატებითი დაფინანსება, რომლებშიც 2026...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან სომხეთში , რვა პირის მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი რვა პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, მანქანა ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

ქუთაისში ავტომობილი ქევეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა . შემთხვევა გუშინ ღამით ავანგარდის დასახლებაში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

“შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისა და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს” – გია ვოლსკი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისთვის და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს - სხვა არანაირი დანიშნულება ამ განცხადებას არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა,...

დაწვრილებითDetails

” უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია” – პაატა კვიჟინაძე

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე
მთავარი

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია - უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკა...

დაწვრილებითDetails

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ბიუჯეტში გადასახადებიდან შესული თანხა 2,3 მლრდ ლარით გაიზარდა
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ბიურომ განსახილველად კომიტეტებს გადასცა. ბიუროს სხდომაზე არ დაკონკრეტებულა, რა ცვლილებებია ფინანსურ დოკუმენტში. ამასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი…“ – ბაია მახარაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი…“ –  ბაია მახარაძე გარდაიცვალა
მთავარი

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორისა და მსახიობის, კოტე მახარაძის შვილი, ბაია (ბარბარე) მახარაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბაია მახარაძე მძიმე სენს ებრძოდა. ბაია, კოტე მახარაძის და მარინა ფიშერის საერთო შვილი იყო. „რით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"