LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

„დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/07/21-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „პრორუსულობის“ და „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილება, თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით, ალბათ, მხოლოდ USAID-ის, NED-ის, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და მსგავსი ორგანიზაციების, სხვა ქვეყნების ასარევად გამოყენების მხილებას თუ შეედრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა, თუ როგორ იგეგმება და ხორციელდება „რუსულის“ კონსპირაციით ალქაჯების დევნა.“

პაპუაშვილის თქმით, ფაქტია, რომ, „დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „პრორუსულობის“ და „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილება, თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით, ალბათ, მხოლოდ USAID, NED, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და მსგავსი ორგანიზაციების, სხვა ქვეყნების ასარევად გამოყენების მხილებას თუ შეედრება.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა, თუ როგორ იგეგმება და ხორციელდება „რუსულის“ კონსპირაციით ალქაჯების დევნა.

დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება, ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ, “დიპ სტეიტს” უწოდებს.

დადასტურდა, რომ, სინამდვილეში, არანაირი „ნაცური“ თუ ენჯეოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს. ისინი, მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან, რომლის ერთადერთი ფუნქცია ინსტრუქციით მიღებული ნარატივების გავრცელებაა. ამიტომ, მათთვის, გარედან დაკრულ ტაშს, ყიჟინს და თანხის ჩარიცხვას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, არ შედრკნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. იდეალური მონობაც ასეთი უნდა.

როგორც ერთ ყოფილ ელჩს უყვარდა თქმა, ფაქტია, რომ, ტერმინების დონეზეც კი, “ერთი სახელმძღვანელოდან“ ამოკითხულივითაა პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებიც აშშ-ში და საქართველოში გამოიყენება. და რა ნიშანდობლივია, რომ სწორედ ის ყოფილი ელჩი იყო ტერმინის “რუსული კანონი” ავტორი. დღეს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მხილების შემდეგ, უკვე ღიად შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ რა განზრახვის ნაწილი იყო, იმ ელჩის მხრიდან ამ ყალბი ტერმინის შემოგდება.

აქვე, არც სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ დაგვავიწყდეს, რომელშიც, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა, ჯერ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უწოდა “რუსეთის ჩარევით” გამარჯვება, შემდეგ კი 2016 წელს ტრამპის გამარჯვებაც “რუსეთის ჩარევით” ახსნა. და როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რამე ფაქტი თუ ჰქონდა ან ერთის, ან მეორეს დასადასტურებლად, ხელები გაშალა და თქვა, ფაქტი რად უნდა, ვიცი, რომ ასეაო. ის, რომ „დიპ სტეიტის“ ამ ცრუ ნარატივის გამავრცელებელი სალომე ზურაბიშვილის მოკავშირე კონგრესმენი ჯო ვილსონია, ალბათ, ბევრ რამეზე მეტყველებს.

რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ქართულმა საზოგადოებამ ამ გებელსისეული კონსპირაციის – „რუსული…“, „პრორუსული…“, „არა რუსულ…” – ჩამოშლის შემდეგ? ამ, მართლაც, საუკუნის მხილების მთელი სიკეთეც იმაშია, რომ, ისევე როგორც უცხოური გრანტების მავნე მიზნების მხილებისას იყო, აქაც ყველა დასკვნა უკვე გამოტანილია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ. კოდური სიტყვებიც – „რუსული…”, „პრორუსული…”, „არა რუსულ…” – ცნობილია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავაკვირდეთ „დიპ სტეიტის“ დაქირავებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების თვითლუსტრაციას.

და ბოლოს, ფაქტია, რომ, „დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს. ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც. ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ“, – წერს პაპუაშვილი.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი?

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიოში ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულებამ 4 094 დოლარი შეადგინა, რაც დღიურად 0.69%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნცია...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში?” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” - ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე,...

დაწვრილებითDetails

” ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას “- ნათია თურნავა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი – თურნავა ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენაზე
მთავარი

ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართოდ...

დაწვრილებითDetails

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, საბიუჯეტო ცვლილებებით ერთი მხრივ ხორციელდება იმ პროგრამების დამატებითი დაფინანსება, რომლებშიც 2026...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან სომხეთში , რვა პირის მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი რვა პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, მანქანა ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

ქუთაისში ავტომობილი ქევეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა . შემთხვევა გუშინ ღამით ავანგარდის დასახლებაში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

“შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისა და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს” – გია ვოლსკი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისთვის და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს - სხვა არანაირი დანიშნულება ამ განცხადებას არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა,...

დაწვრილებითDetails

” უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია” – პაატა კვიჟინაძე

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე
მთავარი

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია - უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკა...

დაწვრილებითDetails

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ბიუჯეტში გადასახადებიდან შესული თანხა 2,3 მლრდ ლარით გაიზარდა
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ბიურომ განსახილველად კომიტეტებს გადასცა. ბიუროს სხდომაზე არ დაკონკრეტებულა, რა ცვლილებებია ფინანსურ დოკუმენტში. ამასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი…“ – ბაია მახარაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი…“ –  ბაია მახარაძე გარდაიცვალა
მთავარი

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორისა და მსახიობის, კოტე მახარაძის შვილი, ბაია (ბარბარე) მახარაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბაია მახარაძე მძიმე სენს ებრძოდა. ბაია, კოტე მახარაძის და მარინა ფიშერის საერთო შვილი იყო. „რით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"