LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში

“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში

დაპოსტა 2025/07/19-ში
A A
1.9k
ნახვა
გაზიარება

“შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა”, – ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის გოგონას მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ოსურ ტელეგრამარხებზე დიდი გარჩევის საგანი გახდა. ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა “ფეისბუქზე” გაავრცელა. ატეხილი ხმაურის გამო მზრუნველობამოკლებული ბავშვების ბედით ახალგორის დე ფაქტო რაიონული პროკურატურაც დაინტერესდა, ბავშვთა სახლში მოკვლევა ჩაატარა და განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “დადასტურდა ლენინგორის (ახალგორის) ბავშვთა სახლის ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ აღზრდისთვის მიუღებელი მეთოდების გამოყენების ფაქტები დაწესებულების დირექტორის მიერ”.

მთელი ეს ამბავი დაიწყო 25 ივნისს, როდესაც თამარ მეარაყიშვილმა 8 წლის გოგონას, სახელად ძერასას, მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ილაპარაკა. როგორც მეარაყიშვილი წერს, ბავშვთა სახლის დირექტორმა ილას ბეჟანოვმა რატომღაც გადაწყვიტა ძერასასთვის გამრავლების ტაბულა ესწავლებინა და გოგონა თავის კაბინეტში შეიყვანა. ბავშვმა მას დავალება­ ვერ ჩააბარა, ამის გამო დირექტორმა­ გადაწყვიტა ის დაესაჯა და აიძულა ბავშვთა­ სახლის ეზოში სარეველები ხელით­ ამოე­გლიჯა. გოგონა მცხუნვარე მზის ქვეშ ოთხზე დახოხავდა და ფილებს შორის ამოსულ ბალახს გლეჯდა, დირექტორი კი დაწესებულების კიბეზე იჯდა, ჩრდილში, და ძერასას უფრო სწრაფად მუშაობისკენ მოუწოდებდა. გოგონას დასჯას ბავშვთა სახლის თანამშრომლებიც ადევნებდნენ თვალყურს. მზარეულმა ქალმა ბავშვის დაცვა სცადა, მაგრამ დირექტორმა უყვირა, ნუ ერევი ჩემს საქმეშიო, და სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა.

“შემდეგ ბავშვი, სიცხეში მუშაობით დაღლილი, სასადილო ოთახში შეიყვანა, სადაც ილას ბეჟანოვმა მშიერი გოგონას თვალწინ ჭამა და ბავშვს უთხრა, რომ მას საჭმელი არ ეკუთვნოდა, რადგან გამრავლების ტაბულა არ ისწავლა. ამის შემდეგ დირექტორმა ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებს ნაყინი დაურიგა – ყველას, ძერასას გარდა. სანამ ბავშვები ნაყინს ჭამდნენ, დირექტორმა მათ აუხსნა, რატომ არ დაიმსახურა ძერასამ ნაყინი”, – ამბობს მეარაყიშვილი და ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს სთხოვს­ დაიცვას მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და აღადგინოს წესრიგი ბავშვთა სახლში.

მეარაყიშვილის მონაყოლს დიდი გამოხმაურებები მოჰყვა “ფეისბუქის” ოსურ ჯგუფებსა და ოსურ ტელეგრამარხებზე. ნაწილი მეარაყიშვილს “საქართველოს უშიშ­როების სამსახურის აგენტს” უწოდებდა, რამდენიმე ანონიმურმა მომხმარე­ბელმა კი დაწერა, რომ ეს არ არის იმ დაწ­ესებულებაში სასტიკი მოპყრობის პირ­ველი შემთხვევა, ბავშვებს იქ ხშირად სცემენ, დასჯის მიზნით აშიმშილებენ, ამცირებენ და არასრულწლოვან გოგონებს სექსუალურადაც ავიწროებენ. დირექტორი ხშირად მოდის მთვრალი და შენობაში ეწევა მარიხუანას.განაგრძე კითხვა

გაზიარება750

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"