შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ასევე, დიდი ოდენობით „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ჯ.მ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული გ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.ფ., 1967 წელს დაბადებული კ.ხ., 1973 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ბ., და 1983 წელს დაბადებული ი.ქ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ცეცხლსასროლი პისტოლეტები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები და ამფეთქი ფალია.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” და „გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კვლავ კლინიკაში რჩება 3 წლის თაია. ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ...
პატრიარქი ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა,...
ძალიან ბევრი ჩვენგანი, მრევლი, ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას შიშით უყურებდა, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორ უძღვება სიბრძნითა და სიყვარულით პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას და იმ ურთულესს მისიას,...
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო...
საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა - ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები, - ამის შესახებ...
სუროგაციის საკითხის ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა და უმრავლესობის სხდომაზე მოთათბირების შედეგად საკითხის გამოტანა, როგორც აკრძალვის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ძალიან ამორალურია და ამორალურია ქვეტექსტი და კონტექსტი, რომელიც ამ თემის ასე ნაჩქარევად...
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, რეგულაციის შესაბამისად,...
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „როდესაც ანტიბიოტიკს ვნიშნავ, უამრავი პაციენტი მეკითხება, რომელი „კუჭის დამცავი“, სოკოს წამალი და პრობიოტიკი უნდა დალიოს. როდესაც ვეუბნები, რომ არ სჭირდება, ზოგი დავას იწყებს...
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხიდზე ერთ-ერთი საბურავი გაუსკდა და მის შესაცვლელად ავტომობილიდან გადმოვიდა. 30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც გზაზე მომავალი...
პენიტენციური დაწესებულება 2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებულმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისათვის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისათვის 4,6 -4,6 წლით...