შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ასევე, დიდი ოდენობით „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ჯ.მ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული გ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.ფ., 1967 წელს დაბადებული კ.ხ., 1973 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ბ., და 1983 წელს დაბადებული ი.ქ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ცეცხლსასროლი პისტოლეტები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები და ამფეთქი ფალია.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” და „გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
"საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს...
თბილისში, ვერაზე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან. ჩვენი ინფორმაციით, ცხედრებს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო....
ხმელთაშუა ზღვაში მკვლევრებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გემის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა. აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ეს შესაძლოა ღრმა ზღვაში აღმოჩენილი უძველესი გემის ნამსხვრევები იყოს. გემი...
პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით იყო წარდგენილი. პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის შესაბამისი კომიტეტებისთვის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს0ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის...
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება....
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების, გაგა გოქსაძისა და ანა ბდეიანის სასამართლო პროცესები გაიმართა. აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმეს, ჟურნალისტი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი გაგა გოგსაძე კი1 500 ლარით დააჯარიმეს....
ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის...