LIVE TV
  • #266 (no title)
  • #122445 (no title)
  • #10174 (no title)
  • #22497 (no title)
  • Account
  • Account
  • Activity
  • cookie
  • HOME
  • Home 1
  • Home 2
  • Home 2
  • Home 3
  • Home 3
  • Login
  • Login
  • Logout
  • Logout
  • Members
  • Members
  • Password Reset
  • Password Reset
  • Register
  • Register
  • User
  • User
  • videotv
  • დრო მოახდენს სასწაულს – ისრაელში დაკარგული ქართველი ებრაელი გოგოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
  • ვებ-რეკლამა
  • ვებ-რეკლამა
  • ვებ-რეკლამა
  • ვიდეო
  • კონტაქტი
  • მთავარი გვერდი
  • პირდაპირი ეთერი
  • ფრენები
  • ჩვენ შესახებ
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს ბალახვნელობა აღინიშნება

დღეს ბალახვნელობა აღინიშნება

დაპოსტა 2025/05/24-ში
A A
132
ნახვა
გაზიარება

 

სახელწოდება ბალახვანი, სიტყვისგან “ბალახოვანი” – მოდის და მდებარეობას, ბალახოვან ადგილს უკავშირდება. ბალახვანში თითქმის ყველა სახლი ხისგან შენდებოდა, ხოლო გადახურვისთვის, ძირითად შემთხვევაში ყავარს, ანუ ე.წ. გამოხდილ ფიცრებს იყენებდნენ. რაც შეეხება საზოგადოებრივ შენობებს, ძირითადად ქვისა და აგურისგან შენდებოდა. რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება უცნობია, თუმცა დამადასტურებელი ფაქტები, კვლავ შემორჩენილია. ბალახვანში დღემდე არის ძველი ქართული სახლები მოჩუქურთმებული აივნებით, რომლებიც კარგად გამოიყურება გამწვანებული ეზოს ფონზე.

XIX საუკუნის შუა ხანებში დაიწყო ქუჩების კეთილმოწყობაც და ამ დროიდან იწყება უკვე ორ სართულიანი სახლების ქვებითა და აგურით შენებაც. 70-იან წლებიდან დასახლება საკმაოდ ვითარდება. უბნის სწრაფ განვითარებას შეუწყო 1877 წელს რიონ–ქუთაისის რკინიგზის ხაზის გაყვანამ და ქალაქის სამხრეთ საზღვარზე სარკინიგზო სადგურის გახსნამ. ეს უკანასკნელი მოსახლეობის მიზიდვის ახალ ცენტრს წარმოადგენდა და ბალახვანი სწრაფად იქცა, დასახლებულ უბნად. XIX საუკუნის შუა წლებიდან რიონის მარჯვენა მხარის მოსახლეობა გაიზარდა, რომელიც თითქმის გაუტოლდა მარცხენა მხარის მცხოვრებ მოსახლეობას.

ქუთაისის რკინიგზის სადგურს ქალაქის ცენტრთან კიროვის ქუჩა აერთიანებს. ერთკილომეტრიანი მაგისტრალის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შენობები. იქ მდებარეობს პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც აგებულია 900-იანი წლების დასაწყისში ინჟინერ შმიდტის პროექტით.

ცენტრალური მოედნის მახლობლად, აკაკი წერეთლისა და კიროვის ქუჩებს შორის ძველი სახლების აღების შემდეგ წარმოქმნილ მოედანზე უკანასკნელ წლებში აშენდა ორდარბაზიანი კინოთეატრი “საქართველო”.

ბალახვანს უკავშირდება ასევე, პირველი მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა ქუთაისში, რომელიც 1937 წელს უბნის ცენტრალურ ნაწილში აშენდა.

ბალახვანში აშენდა და 1939 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო საქართველოს სსრ-ში, ქუთაისის ლითოფონის ქარხანა. მისი მშენებლობა 1932 წელს დაიწყო და განაპირობა ძირითადი ნედლეულის, ბარიტის საბადოების სიახლოვემ, რაც მოიპოვებოდა სოფლებში ჟონეთი, მექვენა, ასევე ონის, ცაგერისა და წულუკიძის რაიონებიში. ქუთაისის ლითოფონის ქარხანა ერთადერთი ქარხანა იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში და ის ამარაგებდა საბჭოთა კავშირის ყველა ლაქ-საღებავების ქარხანას მშრალი ლითოფონით, შემდეგ კი ახალი პროდუქტით – მიკრობარიტით.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ქარხანა ამზადებდა სამხედრო დაკვეთებს ამიერკავკასიის ფრონტისათვის. 1945 წელს ქარხანამ დაიწყო სპილენძის შაბიამნის გამოშვება, ასევე დაიწყეს ზეთოვანი საღებავების გამოშვება. 1958 წელს დაიწყო ქარხნის რეკონსტრუქციის სამუშაოები, რომელიც დამთავრდა 1967 წელს. რეკონსტრუქციის შემდეგ იგი კიდევ უფრო გაფართოვდა და აშენდა ახალი, თუთიის საამქრო, ახალი საწყობი ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციისთვის, გაიზარდა რკინიგზის ჩიხი, აიგო საკუთარი წყალსადენი, ელექტროქვესადგური. ქარხანას შეემატა მიკრობარიტის, ლაქ-ემალების, საზომ-საკონტროლო ხელშეწყობისა და ავტომატიკის ახალი საამქროები. ქარხნის კოლექტივი ხშირად გამოდიოდა გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ქიმიური მრეწველობის საწარმოთა შორის გაშლილ სოციალისტურ შეჯიბრებაში. 1971 წელს ქარხანას კომუნისტური შრომის საწარმოს სახელი მიენიჭა. 1976 წლიდან, ქარხანაში დაიწყო, ასევე ბუნებრივი აირის ათვისება და კიდევ ახალი პროდუქტის – სამუხრუჭე სითხის გამოშვება.

40 წლის მანძილზე ქარხნის მუშა-მოსამსახურეთათვის აშენდა და ექსპლუატაციაში გადაეცა 17 სახლი 39,232 კვ/მ საცხოვრებელი ფართით. 1976 წლიდან მშრომელთა განკარგულებაში იყო კურორტ ქობულეთის გამაჯანსაღებელი ბაზა, სადაც ასეულობით პერსონალი და მათი ოჯახის წევრები ისვენებდნენ. 1943 წლიდან ქარხანასთან გახსნილი იყო და ფუნქციონირებდა საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ქარხანაში დასაქმებული, ბალახვნელებთა მრავალი ღირსეული თაობა აღიზარდა. სასურსათო პროგრამის განხორციელების გეგმას შესაბამისად ქარხნის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საბოსტნე მიწის ნაკვეთი 6 ჰექტარზე. აქ ყოველწლიურად 15 ტონა სხვადასხვა სახის ბოსტნეული მიეწოდებოდა ქარხნის სასადილოს, რომელიც ერთდროულად 400-მდე თანამშრომელს ემსახურებოდა. 1975 წელს ქარხანაში აშენდა ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული დარბაზი, სადაც ტარდებოდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები.

ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ბალახვნის 100 საფეხურიანი კიბე. იშვიათად ვინმემ თუ იცის, რა საიდუმლო იმალება ბალახვნის კიბის ქვემოთ. კიბეზე დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი მოძრაობს. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სამ დარბაზიანი რესტორნის თავზე გადაადგილდებიან. რესტორანი “ლეჩხუმი”, რომელიც უფუნქციოდ არის დარჩენილი, ოთარ ყურაშვილმა 1982 წელს დააარსა.

100 საფეხურიანი კიბე 1951 წელს, საპირველმაისოდ შევიდა ექსპლუატაციაში. მისი ბოლო განახლება 2022 წელს განხორციელდა. კიბის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი მონოლითური კიბეები, რომელიც შეიმოსება ბაზალტის ფილებით, ხოლო ფასადი ეკლარის ქვით.

კიბის უჯრედებში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები გამწვანებით, განახლდება დეკორატიული ლამპიონები, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემა. 100 – საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სტატიის ავტორი:  ლაშა ცაგარეიშვილი

წყარო: ss.ge

გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

მსუბუქი ავტომობილი “სქროლს” შეეჯახა – დაშავებული არიან მამა-შვილი

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
მსუბუქი ავტომობილი “სქროლს” შეეჯახა – დაშავებული არიან მამა-შვილი
მთავარი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მსუბუქი ავტომობილი სქროლს შეეჯახა. დაშავებულები არიან მამა-შვილი, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე ინფორმაციით, საქმეში შვიდი დაზარალებულია და ყველა მათგანი მამაკაცია. “ბრალი წარუდგინეს 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
საქართველოს პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს
მთავარი

საქართველოს პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. „30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს
მთავარი

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული გვირაბიდან, წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრეშთას, ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემო ტრიშული...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები
მთავარი

ბათუმის ზღვაში ერთმანეთს ორი კატერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კატერზე მსხდომები 5 ადამიანი დაშავდა. შსს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. ისინი სასწრაფო სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და 58 000 ლარი გამოართვა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

თბილისში მანქანა მოიპარეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

ვერძი აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა ახალი დავალება ან საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ საუბარში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში ყურადღება დაგჭირდებათ. კარგი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისა და...

დაწვრილებითDetails

4 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"