მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს, რომელთაც კიდევ შერჩათ სიკეთის, გულიხსმიერების და სხვების წუხილის და დარდის გულთან მიტანის უნარი!ორშაბათს ან სამშაბათს/5-6 მაისს, ბუხაიძის და ჯავახიშვილის ქუჩების მიმდებარედ, მოხუცმა ქალბატონმა დაკარგა ცხვირსახოცში გახვეული მნიშვნელოვანი თანხა. ინვალიდი შვილის სამკურნალო თანხის გამო, გაყიდა სოფელი, და, ამ თანხას მუდმივად თან დაატარებდა.მხოლოდ გუშინ გაამხილა ეს ამბავი, ძალიან განიცდის და ცუდად არის ახლა. გთხოვთ, თუ ვინმემ იპოვეთ, შემეხმიანეთ, ამით თქვენ 2 ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გადაარჩენთ. მპოვნელი აუცილებლად დასაჩუქრდება.მჯერა, რომ შემეხმიანებით![]()
სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 3 პირი, 1987 წელს დაბადებული ფ.დ., 1970 წელს დაბადებული...










