LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხვიჩა ყველაზე ამაღელვებელი მოთამაშეა… – „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი

რას წერს ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

დაპოსტა 2025/04/10-ში
A A
434
ნახვა
გაზიარება

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლუის ენრიკემ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე შეცვალა. ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პსჟ-ის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. მეორე ტაიმის დებიუტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა შემტევმა თავისი გუნდი ბრწყინვალე გოლით დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

თამაშის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ხვიჩას თამაში უმაღლესი ქულით შეაფასა.

L’Equipe – 7 ქულა: სწორედ ამიტომ არის ქართველი უნიკალური მოთამაშე. მის ტექნიკაში არის რაღაც მოძველებული, მაგრამ თვალებს უდიდეს დღესასწაულს ანიჭებს. უაღრესად მობილური, ნაყოფიერი და ეფექტურია. ყოფილი ნეაპოლიტანელი შეზღუდულ სივრცეებში თამაშითაც აღფრთოვანებული იყო. პირველ ტაიმში შედარებით შეზღუდული იყო, მაგრამ მეორე ნახევარი ზღაპრულად დაიწყო. შეხვედრის ბოლომდე ყველაზე აქტიურად უტევდა და ამავდროულად, დაცვის დახმარებაზეც არ ამბობდა უარს.

Le Parisien – 8 ქულა: მაშინვე დავინახეთ მისი ფეხების სიძლიერე და ის, რომ ამ მატჩში მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა. თავის გადაწყვეტილებებში მუდამ ზუსტი იყო, საცოდავი ქეშისთვის ნამდვილი შხამი იყო. სწორედ კვარას გამო შეცვალა მატიასი მეორე ტაიმში დისასმა, რომელსაც შესაძლოა, უარესი განსაცდელიც კი ელოდა. ქართველმა გოლის ეპიზოდში სწორედ ფრანგი ჩამოიშორა და ბრწყინვალე დარტყმით დიდებული გოლი გაიტანა. ამის შემდეგაც, ინტენსივობის იგივე დონე გააგრძელა.

Eurosport – 7.5 ქულა: ქართველს მთელი პირველი ტაიმი ბურთი ფეხებთან ჰქონდა, რათა თამაშში განსხვავება შეეტანა და ასტონ ვილას ფეხბურთელების ჩასახშობად სერიოზულ სამუშაოს აკეთებდა. პირველ ტაიმში, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიზანს მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მიაღწია. მეორე ნახევარი შედევრით დაიწყო და ალექს დისასის მოტყუების შემდეგ მარცხენა ფეხით კარის ზედა კუთხეში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

Footmercato – 7.5 ქულა: მატჩის საუკეთესო მოთამაშე! თამაში მაშინვე ეფექტურად დაიწყო, როდესაც ბრწყინვალე მოძრაობით მატი ქეშს წესები დაარღვევინა და მსაჯს გააფრთხილებინა. ყოფილი ნეაპოლი მუდმივად ბურთთან ერთად მოძრაობდა და ამ საღამოსაც ეს ბრწყინვალედ გამოსდიოდა. მეორე ნახევარში ფანტასტიკური გოლითაც დაჯილდოვდა, როდესაც მარჯვენა ფეხით ბრწყინვალე დრიბლინგი შეასრულა და შემდეგ მარტინესის კარი მარცხენა ფეხით გასროლით აიღო. ამის შემდეგ, ქართველმა აქტიურობა გააგრძელა და კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა. საბოლოოდ, ის ბოლო წამებზე გონსალუ რამუშმა შეცვალა.

Maxifoot – 8 ქულა: ქართველმა გარემარბმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა! მარცხენა ფეხით შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელსაც წინ მარჯვენა ფეხით ბრწყინვალე დრიბლინგი უძღოდა. ამით, მან თავისი გუნდი დააწინაურა. მისმა დრიბლინგებმა და სირბილმა ასტონ ვილას დაცვა ძალიან დააზარალა. გარდა შეტევაში ბრწყინვალებისა, ქართველი დაცვით ფაზაშიც დიდი შრომით გამოირჩეოდა და ინგლისელთა კონტრშეტევების განვითარებას ხელს უშლიდა.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი ეს „ბრესტის“ წინააღმდეგ, პლეი-ინში შეძლო. საერთო ჯამში, „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი ხვიჩას პარიზულ კარიერაში მეოთხე იყო. პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: CrystalSport

გაზიარება174

დაკავშირებული -პოსტები

როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი დაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი  აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები  კომუნიკაციისთვის წარმატებული...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"