მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.გარდა ამისა, მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად მიმდინარე წელს აღებული იქნება 300 ნიმუში;რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისათვის – 300 ნიმუში;ბრუცელოზზე გამოსაკვლევად – 200 ნიმუში;ყველში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოსავლენად – 50 ნიმუში;ყველში კუაგულაზა დადებითი სტაფილოკოკუს აურეუსის კვლევისთვის – 50 ნიმუში;სასმელ რძეში აფლატოქსინ M1-ის კვლევისთვის – 100 ნიმუში;რძესა და რძის პროდუქტებში (მათ შორის, ბავშვთა კვება) ტყვიის შემცველობის განსაზღვრისათვის – 20 ნიმუში;სალმონელასა და ლისტერიას გამოსავლენად – 165 ნიმუში.აღსანიშნავია, რომ რძისა და რძის პროდუქტების ნიმუშების აღება მოხდეს სათანადო წესითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს საკვლევი ნედლეულის დაბინძურება.
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....










