ქუთაისის მერია ნარჩენების შემკრები 12 ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ჯამური თანხა კი 4 100 100 ლარს შეადგენს. ამასთან ტენდერები გამოცხადებულია ნაგავშემკრები კონტენინერების შესყიდვაზე . ქალაქი 800 ცალი 1100 ლიტრიანი პლასტმასის კონტეინერის შესყიდვას გეგმავს 400 000 ლარად, ასევე 200 ცალი რკინის კონტეინერის შესყიდვას 344 000 ლარად.