LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკმაოდ ლოიალური მიდგომა აქვთ ოჯახურ დანაშაულებთან – საია

ქუთაისის სასამართლომ ბაზრის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

დაპოსტა 2025/03/26-ში
A A
628
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, აგრარული ბაზრის საქმეზე ბრალდებულ რვავე პირს, რომლებიც სპეოპერაციის შედეგად დააკავეს, პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ქეთევან თხელიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა პირი პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულებს პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავება, დაცვის მხარე კი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და სააპელაციოში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დაკავებულების ადვოკატები ევგენი ომანაძე და მაკა ფანჩულიძე, რომლებიც სამ ბრალდებულს (ლაშა კვატაშიძეს, ნიკოლოზ ვასილიევს, სერგი აზნარაშვილს) იცავენ, მიიჩნევენ, რომ სწორედ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არიან მსხვერპლი, რასაც სასამართლოს აუცილებლად დაუმტკიცებენ.

„უდანაშაულო ადამიანები, ერთი ხელის მოსმით, გაუშვეს პატიმრობაში უკანონოდ, უსამართლოდ და უსაფუძვლოდ. 116-მა ადამიანმა, მოვაჭრემ თავისი ხელმოწერით დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნებაყოფლობით გადავიდნენ “ტაბალხმელას” ბაზრობაზე და მათ მიმართ არანაირ იძულებას არ ჰქონია ადგილი. ყველაფერი არის გამოგონილი იმისთვის რომ ქალაქში, თურმე, მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მართოს აგრარული ბაზარი და ჩაძირონ ახალგაზრდები, რომლებმაც ენთუზიაზმით დაიწყეს მუშაობა“,- განმარტავს “ქუთაისიპოსტთან”  საუბარში ადვოკატი მაკა ფანჩულიძე.

ადვოკატის ევგენი ომანაძის თქმითაც, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს არ მოსწონდათ რა პირობებშიც მუშაობდნენ ნიკეას ბაზარში და უკეთეს პირობებში გადავიდნენ “ტაბახმელაში“. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ბიზნების ჩაძირვისა და გაკოტრების მიზნით მოუგონა ნიკეას ადმინისტრაციამ “შპს ,,ტაბახმელა 2023“-ის ბაზრის წარმომადგენლებს  “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდება.

“სამწუხაროდ, სასამართლომაც, ასე შეუცნობლად  დაადასტურა, თითქოს ახალი ხელისუფლების (“ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა- რედ.) პირობებში გაიფურჩქნა ქურდულმა სამყარომ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, შეთქმულების ნაწილი, რომ ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამ შედეგით რაც დადგა, მოითბეს ხელი და გაიხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა”,- განმარტავს ომანაძე.

კითხვაზე როგორ მოხდა ისე, რომ “ქართული ოცნების” სასამართლომ  წინა ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევგენის ომანაძე ამბობს, რომ: “2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ენმ-ის წარმომადგენლობები (ადმინისტრაციული რესურსი) კვლავ შემორჩა”.

მისივე თქმით, ბაზრის საქმეზე დაკავებულების საქმეზე მომდევნო პროცესი 15 მაისსაა ჩანიშნული.

სამართალდამცველებმა 7 ბრალდებული 24 მარტს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, აგრარული ბაზარი გახსნა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ქუთაისში არსებულ ანალოგიურ ბაზარს კონკურენციას ვერ უწევდა, ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელის და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე სხვადასხვა უკანონო ქმედებებით, კონკურენტი ბაზარიდან იძულებით გადაიყვანეს ძირითადი მოვაჭრე პირები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა.

დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223¹ მუხლის 1-ლი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223³ მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ქუთაისიპოსტი

გაზიარება251

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე რიჟვაძეზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

"მე ბევრი რამე ვიცი  ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"