LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბაღდათის მუნიციპალიტეტში GIZ-ის ორგანიზებით ღვინის პირველი  ლაბორატორია იხსნება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში GIZ-ის ორგანიზებით ღვინის პირველი ლაბორატორია იხსნება

დაპოსტა 2025/03/21-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება

2025 წლის 26 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიზნეს განვითრებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრში ღვინის პირველი ევროსტანდარტის ლაბორატორია იხსნება, რომელიც არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის მეღვინეებს, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება.

თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ღვინის ლაბორატორია ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მნიშვნელოვან განვითარებას, ღვინის ექსპორტის ზრდას და მეღვინეებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანობის არსებობას.

ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე მომსახურება აქამდე მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, რაც იმერელი მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებისთვის გარკვეულ წინაღობას ქმნიდა და დაკავშირებული იყო ტრანსპორტირების ხარჯებთან. ამიერიდან კი რეგიონში ადგილობრივი მეღვინეებისთვის ღვინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დროული ლაბორატორიული მომსახურება მარტივი, სწრაფი და ეფექტური შესაძლებლობა გახდება, რაც ზოგადად დასავლეთ საქართველოში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მაღალი ხარისხიანი ღვინის წარმოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მნიშვნელობა  აქვს  ლაბორატორიული ანალიზების რეგულარულ ჩატარებას ღვინის წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში ყველა ეტაპზე:  დაწურვა, დაყენება, დავარგება, ჩამოსხმა.

ამასთან 2023 წლის 1 იანვრიდან ღვინის მწარმოებლებს ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ავალდებულებს საკანონმდებლო მოთხოვნა „ალკოჰოლიანი სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსების წესის“ სახით.  რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია წარადგინოს ღვინის შესაბამისი სერტიფიკატი/შესაბამისობის დეკლარაცია. ზემოაღნიშნული  ვალდებულება  ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობას და შესაბამისობის დადგენას  მოითხოვს, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე  ბუტლირებული ფორმით  ღვინის რეალიზაციისას.

ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) CESL-ის პროგრამის მიხედვით დაფინანსებული ღვინის ლაბორატორია, რომლის მუშაობასაც იმერული ღვინის ასოციაცია უზრუნველყოფს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის ბაზაზე მოეწყო.

CESL –ის მხარდაჭერით უზურნველყოფილია: 

 

  • ღვინის ლაბორატორიის მდგრადი და ეფექტური ფუნქციონირება;
  • მუნიციპალიტეტსა და რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების ხელშეწყობა;
  • ღვინის მწარმოებელთა შემოსავლების ზრდის მხარდაჭერა;

იმერული ღვინის ასოციაცია უზურნველყოფს:

  • კოლეჯ „იბერიას“ საგანმანათლებლო პროგრამების და საკვალიფიკაციო კურსების  პრაქტიკული კურსის უწყვეტად და შეუფერხებლად განხორციელებას;
  • ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად საკონსულტაციო სერვისის  უწყვეტად და შეუფერხებლად  მიწოდებას;
  • ლაბორატორიის საქართველოს და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნების შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განმახორციელებლის აკრედიტაციის ციკლის უწყვეტობას;

ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით GIZ ახორციელებს 4 წლიან პროგრამას – EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. ამ სოლიდური პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის “კატალიზირება”, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად.  შესაბამისად, ამ პროგრამის მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელი იაილაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ სამ მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღები ცნობილია

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

2026 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გან­რი­გი ცნო­ბი­ლია. რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 2 ივ­ლისს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­ი­წყე­ბა და 22...

დაწვრილებითDetails

ავარიას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. დაღუპულია 38 წლის მამაკაცი. შემთხვევა გვიან ღამით ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა....

დაწვრილებითDetails

მე-7 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ გადმოაგდეს, იყო გასროლა, დაჭრილია 1 პირი – ტვ პირველი

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

მე-7 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ გადმოაგდეს, იყო გასროლა, დაჭრილია 1 პირი - ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. დაპირისპირება სავარაუდოდ ე.წ. "ქურდულ გარჩევას" უკავშირდება. "პირველების" ინფორმაციით, გარდაცვლილია 35 წლის ნიკა ქარელაშვილი. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა თანასკოლელს თანხა და ძვირადღირებული ძვიფასეულობა გამოსძალა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

პედიატრი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
პედიატრი მშობლებს მიმართავს
მთავარი

ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ე.წ. ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს. ის განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში და ხშირად “კოცნის დაავადებადაც” მოიხსენიებენ, რადგან გადადის ნერწყვით.   პედიატრის განმარტებით, დაავადება ჩვეულებრივ...

დაწვრილებითDetails

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები თამამად მიიღეთ, თუმცა დეტალებიც ყურადღებით გადაამოწმეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე ან საინტერესო შეთავაზება გელოდებათ....

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...

დაწვრილებითDetails

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"