LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს

მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს

დაპოსტა 2026/09/01-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით,  მამუკა მდინარაძის გადადგომაზე, ირაკლი ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს. ამის შესახებ იურისტმა “პირველებს” განუცხადა.

ლილი გელაშვილის თქმით, მომდევნო წერილში ექს-პრემიერი დეტალურად ისაუბრებს მამუკა მდინარაძის შესახებ – “წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას”.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს “არ ეგონა, რომ ასეთი ტყუილების კასკადი იქნებოდა” მის მიმართ.

რასაც შეეწირა [მდინარაძის თანამდებობა] და ახლა თქვენ წერილი ახსენეთ, ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ისევ გამოაქვეყნებს წერილს და დეტალურად ისაუბრებს სწორედ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. არა [მდინარაძეს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია], მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთან ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა. 

ღარიბაშვილი პატიმარია, მისი ერთადერთი კომუნიკაცია ახლა ეს არის წერილების ფორმა და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას. 

მხარდაჭერის მოლოდინი მას არ ჰქონდა, უბრალოდ ის მოლოდინი, რაც მოხდა მის მიმართ, არ ეგონა რომ ასეთი ტყუილების კასკადი იქნებოდა მის მიმართ და ცრუ ბრალდებები, აი ამას ნამდვილად არ ელოდა. 

როგორ ფიქრობთ ახლა ღარიბაშვილი, აქ, ამ რეჟიმში, ამ პირობებში რომ ზის ციხეში ცრუ ბრალდებით, გულდაწყვეტილი არ იქნება და კარგად არის? ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე ერთგული ადამიანი, საზოგადოებას მივმართავ, ვინმეს გეგულებათ, ან გეგულებოდათ, ან დღესაც გეგულებათ ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი? ეს კითხვა მაქვს თქვენს კითხვაზე. რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას და აქედან დასკვნა. ის არის, იყო ყველაზე ერთგული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის,” – ამბობს ლილი გელაშვილი. 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. გამართულ ბრიფინგზე მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.

ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, “ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს”.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რა რეგულაციები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება - 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება ეროვნული ბანკის მიერ აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან 60 წელს...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი – გია ვოლსკი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა
მთავარი

ზემო სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენსვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა.გოგონა გამხდარია, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. აცვია მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.მარია საქართველოში მარტო...

დაწვრილებითDetails

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო 4 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 840-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის...

დაწვრილებითDetails

„გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ 30 წლის გახდომას…“ – სოფო ბიბილაშვილის ემოციური მიმართვა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

დღეს,  12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გური დადიანიძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით მისი დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ 30...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი ხვალ შეხვდება და მეტს მოისმენს მცირეწლოვან შვილებთან ჩანიშნული ხანგრძლივი პაემნის გაუქმების შესახებ....

დაწვრილებითDetails

60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა, თურმე ეგ იყო მკვლელი – დააკავეს მეზობელი, რომელმაც ქალი სასტიკად მოკლა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში, 63 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძის სადისტურად მკვლელობის ბრალდებით გურიის პოლიციამ გარდაცვლილის მეზობელი დააკავა. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ და მკვლელობაში ბრალდებულის ფოტოს ავრცელებენ. „სამართალმა იზეიმა, ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია....

დაწვრილებითDetails

პაციენტი იპოვეს – ზღურბლთან, პირქვე დაცემული – სასწრაფომ კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
პაციენტი იპოვეს – ზღურბლთან, პირქვე დაცემული – სასწრაფომ კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინა
მთავარი

გამთენიისას, გარდაბნის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ მარტოფში გამოძახება მიიღო — სუნთქვის გაძნელება. ბრიგადას მისამართის მოძებნა არ გასჭირვებია. მძღოლი, არჩილ ცოფურაშვილი, სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებს იცნობს და ხშირად სწორედ მისი დახმარებით...

დაწვრილებითDetails

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონეს სპეციალური პორტატული მოწყობილობით შეამოწმებენ

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
რატომ შეიძლება დაჯარიმდეთ 3 000 ლარით
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები დღეიდან საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ. ხმაურის შემოწმება მოხდება უწყების მიერ შეძენილი, საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებული, ხმაურის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ დაურ ბუავას

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, 2 სექტემბერს, 16:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას ორგანიზაცია „ამრა“ ავრცელებს. „დაურ ბუავას დედის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა,„ამრას“ თანადამფუძნებლის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 1 სექტემბერს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"