იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 30 წლის ლაშა გრძელიშვილია. მას სოცილაურ ქსელში ემშვიდობებიან.
“ტრაგიკულად, 31 წლის ასაკში, გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი — ლაშა
გრძელიშვილი.
ლაშა იყო საოცრად თბილი, კეთილი და საუკეთესო ადამიანი. მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და დანაკარგია ჩვენი სკოლის თითოეული წევრისათვის.
ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებთ ლაშას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ უსაზღვრო მწუხარებას.
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დაუმკვიდროს სასუფეველი.” – წერს საირხის მართლმადიდებლური სკოლა
“სამწუხარო ინფორმაცია – ტრაგიკულად დაიღუპა ლაშა (პანდა) გრძელიშვილი
სარაგბო კლუბ „ჯრუჭის“ ყოფილი მოთამაშე, ლაშა გრძელიშვილი თევზაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა, ენერგიული და სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც მთელი მომავალი წინ ჰქონდა, ხვალ, 1 სექტემბერს 31 წლის გახდებოდა.
საჩხერეში დატრიალებულმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველას გული დაწყვიტა და დიდი სიცარიელე დატოვა.
ვუთანაგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უდიდესი ტკივილის ჟამს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.” – წერს საზოგადოება საჩხერელი.
“ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი გუნდის ვეტერანი მორაგბე, ყველაზე ერთგული ქომაგი, ლაშა (პანდა) გრძელიშვილი.
თუ ერთხელ მაინც შეხვდებოდი სადმე, აუცილებლად დაგამახსოვრებდა თავს თავისი უბრალოებით. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფელი და მჯერა რომ სწორედ იქ იქნები, სადაც მართალნი განისვენებენ. შეხვედრამდე!”- წერს მეგობარი.
ლაშა გრძელიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხედან იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ლაშა გრძელიშვილს, მდინარეზე თევზაობის დროს, მეხი დაეცა.
📰 გააგრძელე კითხვა...