დღეს ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქართველი რეჟისორისა და ოპერატორის, ვასილ ამაშუკელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა.
შეკრებილმა საზოგადოებამ დღეს, პატივი მიაგო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორს და ისაუბრეს ღვაწლზე, რომელიც მან კონოს განვითარებისთვის გაწია.
მის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია.
ვასილ ამაშუკელის მოგონებები, მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებთან ერთად, დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში.
“„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა” – არჩილ გორდულაძე
„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“...










