ტელეოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტრი მირიან ბერულავა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. მის წინააღმდეგ საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო აღძრული. ჟურნალისტს სამართალდამცველები სამი პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
ჟურნალისტი მირიან ბერულავა პირველ თებერვალს დააკავეს. მირიან ბერულავას პოლიციამ პირველ თებერვალს, საცხოვრებელ სახლში მიაკითხა. თავდაპირველად მას განუცხადეს, რომ გამოკითხვაზე გადაჰყავდათ. გზაში საუბრის დროს, მირიანმა პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ არ ენდობოდა სისტემას, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.
მირიან ბერულავას ადვოკატი ვალერი თევდორაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.










