LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცნობილია 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის ვინაობა

ცნობილია 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის ვინაობა

დაპოსტა 2025/02/24-ში
A A
2.3k
ნახვა
გაზიარება

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უკვე იმ­სჯე­ლა მოკ­ლუ­ლი თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე და უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის საქ­მის ფი­გუ­რან­ტებს მო­სა­მარ­თლემ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ცნო­ბი­ლია, რომ 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი ორ­თა­ჭა­ლა­ში გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ბი­ნა­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლეს. მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი ორი დღის შემ­დეგ გა­ცხად­და, თა­ზოს ოჯა­ხი ორი დღე უშე­დე­გოდ ეძებ­და.

 

20 თე­ბერ­ვალს ბი­ნა­ში მი­სულ პა­პაშ­ვი­ლის დე­დას სახ­ლში ცხე­და­რი დახ­ვდა, სწო­რედ მან და­რე­კა 112-ში და აც­ნო­ბა ძა­ლოვ­ნებს, რომ მის სახ­ლში ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი იყო. იმ დღეს გა­ი­გო ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი თაზო მთივ­ლიშ­ვი­ლის დე­დამ.

 

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი 5 პირს წა­უ­ყე­ნეს, მათ­გან ორი პირი ძებ­ნა­შია, ამი­ტომ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­სა და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­დათ.

გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, და­ნარ­ჩე­ნებს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით აქვთ ბრა­ლი წარ­დგე­ნილი. ამ ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე, ლუკა გვე­ნე­ტა­ძე და საბა რო­ბა­ქი­ძე, მათ სა­სა­მარ­თლომ ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი საქ­მის მთა­ვარ ფი­გუ­რან­ტად გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს ასა­ხე­ლე­ბენ.

 

 

ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი სწო­რედ პა­პაშ­ვი­ლის ბი­ნა­შია ნა­ნა­ხი, შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი იქ მოხ­და. ფაქ­ტი მკვლე­ლო­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ გახ­მა­ურ­და, ორი დღე ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლე­ბი და სამ­სა­ხუ­რებ­შიც კი და­დი­ოდ­ნენ.

 

სა­ნამ ფაქ­ტი გახ­მა­ურ­დე­ბო­და გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვ­მა გა­საქ­ცე­ვი თან­ხის მო­ძი­ე­ბაც შეძ­ლეს და 19 თე­ბერ­ვალს ქვეყ­ნი­და­ნაც უპ­რობ­ლე­მოდ გა­იქ­ცნენ.

 

ასე გა­ექ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ­ზე ძებ­ნას ინ­ტერ­პო­ლით გა­მო­ა­ცხა­დებს. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი არი­ან. მათ ციხე ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს.

 

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ 17 თე­ბერ­ვალს თა­მაზ მთივ­ლიშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და. თურ­მე ეს დღე მან რეს­ტო­რან­ში თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძეს­თან, ლუკა გვე­ნე­ტა­ძეს­თან, საბა რო­ბა­ქი­ძეს­თან და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა. შემ­დეგ კი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­თან სახ­ლში ავიდ­ნენ.

 

“18 თე­ბერ­ვალს შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა ჯერ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა თა­მაზ მთივ­ლიშ­ვილს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში, ძი­რი­თა­დად, ეს იყო თა­ვის და კის­რის მი­და­მო­ში გა­მე­ტე­ბით და­უ­წყო ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მი­ყე­ნე­ბა. სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ახლა ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე ზის, ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და და კი­დევ მე­ო­თხე, რო­მელ­მაც დრო­ე­ბით გა­დაკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი. აქ მარ­ტო ხელი არ იყო ნარ­ტყა­მი, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე, ეს იყო სამ­ზა­რე­უ­ლოს ხის დაფა, რო­მე­ლიც იმ დო­ზით ჩა­არ­ტყა ბრალ­დე­ბულ­მა გარ­დაც­ვლილს, რომ გა­ტე­ხა შუ­ა­ზე და ჩვენ ეს ამო­ვი­ღეთ უკვე ნამ­სხვრე­ვე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ფის. სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბო­და, მო­ა­სუ­ლი­ე­რებ­დნენ, ისევ აგ­რძე­ლებ­და ფი­ზი­კუ­რი დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და უკვე ია­ტაკ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე თავი და­არ­ტყმე­ვი­ნა თა­მაზ მთივ­ლიშ­ვილს, რის შემ­დე­გაც ასე­ვე ფეხი ჩა­არ­ტყა თა­ვის არე­ში. შე­დე­გად, სამ­წუ­ხა­როდ, თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა… გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თა­ვის ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და შე­შუ­პე­ბაა… რო­გორც მარ­ჯვე­ნა, ასე­ვე მარ­ცხე­ნა სა­ფეთ­ქე­ლი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლილს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია 38 ნივთმტკი­ცე­ბა. მათ შო­რის ბლაგ­ვი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნა ბრალ­დე­ბულ­მა, გარ­და იმი­სა, რომ ხე­ლებს და ფე­ხებს ურტყამ­და. და­ი­ნიშ­ნე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და დად­გინ­დე­ბა ვისი და რა კვა­ლია ამ სა­გან­ზე“, – თქვა პრო­კუ­რორ­მა და ისიც და­ა­დას­ტუ­რა, რომ 112-ში ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ და­რე­კა.

 

“112-ში და­რე­კა ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ. სახ­ლი, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ბრალ­დე­ბულს დრო­ე­ბით მფლო­ბე­ლო­ბა­ში ჰქონ­და. მან აღ­მო­ა­ჩი­ნა გარ­დაც­ვლი­ლი 20 თე­ბერ­ვალს მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ პა­პაშ­ვი­ლია საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი.

 

და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი გა­ამ­ყა­რებს ამ გა­რე­მო­ე­ბას. ასე­ვე, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პირი მას ასა­ხე­ლებს. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბევ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და სა­კი­თხი კომ­პლექ­სუ­რა­დაა შე­სას­წავ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ მო­ტივს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. ამ ეტაპ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი მოკ­ლუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით. შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერთ ძებ­ნილ ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის წა­რედ­გი­ნა…

 

ამ ეტაპ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, თუმ­ცა, ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია კი­დევ ასე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა. ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, და­სა­კი­თხია არა­ერ­თი მოწ­მე, ამო­ღე­ბუ­ლია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, და­სა­ნიშ­ნია ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზა. სა­ბო­ლო­ოდ, რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით წავა საქ­მე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, გა­მო­ძი­ე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, – აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა ვე­ფხვა­ძემ.

 

ლუკა გვე­ნე­ტა­ძე, ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე და საბა რო­ბა­ქი­ძე – მათ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბათ ბრა­ლად

მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის დედა ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. მან მო­სა­მარ­თლეს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა და სთხო­ვა, რომ პა­ტიმ­რო­ბის გარ­და აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სხვა სახე არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც დე­დამ მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა:

“მოგ­მარ­თავთ სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი და ნა­წა­მე­ბი თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დედა. ჩემი შვი­ლის სიკ­ვდილ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი: გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი, ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე, საბა რო­ბა­ქი­ძე, ლიკა გვე­ნე­ტა­ძე და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნე­ბი. ახლა ვზი­ვარ და ვხე­დავ ჩემი შვი­ლის სას­ტი­კად ნა­წა­მებ და­სა­ხიჩ­რე­ბულ სხე­ულს, შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს რა სი­სას­ტი­კი­თაა მოკ­ლუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჩემი შვი­ლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი და­ტო­ვეს 2 დღე იქ და გა­რე­დან ჩა­უ­კე­ტეს კა­რე­ბი მო­მაკ­ვდავს. მჯე­რა ჩემი თაზო დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ბო­და, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ ჩემი შვი­ლის მკვლელს და ამ და­ნა­შა­უ­ლის დამ­ფა­რავ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ორი დღე და­მა­ლეს ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი, შე­უ­ფარ­დოთ პა­ტიმ­რო­ბა” – გწერთ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დედა.

 

მთივ­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის უფ­ლე­ბებს იცავს ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე, მან თა­ვად ნახა რო­გო­რი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მოკ­ლულს.

 

ელი­სო რუ­ხა­ძე:

 

– 17 თე­ბერ­ვალს თა­ზოს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და, ამ დღეს ესა­უბრნენ მას ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. იცოდ­ნენ რომ რეს­ტო­რან­ში იყო მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ისიც უთ­ქვამს, რომ იმ ბი­ჭის სახ­ლში დარ­ჩე­ბო­და, ბო­ლოს ბე­ბია ესა­უბ­რა. მერე დე­დაც უგ­ზავ­ნი­და მე­სი­ჯებს, ხე­დავ­და რომ ნა­ხუ­ლო­ბა მისი შვი­ლი ამ მე­სი­ჯებს, მაგ­რამ პა­სუხს რომ არ წერ­და იფიქ­რა ალ­ბათ მთვრა­ლი­აო და შე­ეშ­ვა იმ ღა­მეს. იცო­და არაფ­რის გამ­ფუ­ჭე­ბე­ლი არ იყო მისი შვი­ლი. მე­ო­რე დღეს ურე­კავ­და, ბევ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა და ზარი გა­უშ­ვა, მაგ­რამ ვერ და­უ­კავ­შირ­და. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ოჯა­ხი აქვს თა­ზოს, პა­ტი­ო­სა­ნი მშრო­მე­ლი ხალ­ხი. თვი­თო­ნაც შრო­მობ­და. ჯერ ბი­ძა­მის­თან მუ­შა­ობ­და ხე­ლო­ბა­ზე, რე­მონ­ტებ­ზე, მაგ­რამ მერე ეს საქ­მე არ მო­ე­წო­ნა და სა­შა­ურ­მე­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მოხ­ვდა ამ პი­რებ­თან…

 

დედა ორი დღე ეძებ­და შვილს. 20 თე­ბერ­ვალს კი და­უ­რე­კა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და უთხრა, რომ მისი შვი­ლი მოკ­ლუ­ლი იყო. არა­ვინ იცის რო­დის მოკ­ლეს, სა­ვა­რა­უ­დოდ და­ბა­დე­ბის დღე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და მე­ო­რე დღეს არის მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი. 19 თე­ბერ­ვალს სა­ზღვა­რი და­ტო­ვა ორმა დამ­ნა­შა­ვემ. ცნო­ბი­ლია, რომ პა­პაშ­ვი­ლი და მისი მე­გო­ბა­რი გუ­სე­ი­ნო­ვი მა­ნამ­დე ფულს ეძებ­დნენ წა­სას­ვლე­ლად. ეს თან­ხე­ბი მო­ი­ძი­ეს და წა­ვიდ­ნენ ქვეყ­ნი­დან. სხვებს არ უც­ნო­ბე­ბია პო­ლი­ცი­ის­თვის, ამ­ბო­ბენ, რომ პა­პაშ­ვი­ლი მა­თაც მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და და გვე­ში­ნო­დაო. მაგ­რამ რომ იცოდ­ნენ იმათ­მა სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს და ამის შემ­დეგ მა­ინც ხომ შე­ეძ­ლოთ და­ე­რე­კათ 112-ში და ეთ­ქვათ ასე­თი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­დაო. გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი ორი­ვე ნა­სა­მარ­თლე­ვია და ახა­ლი გა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ცი­ხი­დან. სას­ტი­კი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა პრო­ცეს­ზე ერ­თა­დერ­თი რამ თქვეს, რომ მათ არ შე­ეძ­ლოთ ამ და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და გაშ­ვე­ლე­ბა. 5 ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და რო­გორ კლავ­დნენ ადა­მი­ანს. მთა­ვარ მა­ინც ის ორი გაქ­ცე­უ­ლია.

 

ამბები.ge ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ფუ­ლია. პა­პაშ­ვი­ლი მო­ი­თხოვ­და რომ მათ სამ­სა­ხურ­ში სა­ლა­რო­დან ფული მო­ე­პა­რათ და მის­თვის გა­და­ე­ცათ, იგი­ვეს ითხოვ­და თა­ზოს­გან. თაზო აპ­რო­ტეს­ტებ­და უფ­რო­სის­თვის ფუ­ლის მო­ტეხ­ვას და არ აკე­თებ­და და ეს გახ­და ჩხუ­ბის მი­ზე­ზი.

ისიც ით­ქვა, თით­ქოს უფ­რო­სის ყუ­რამ­დე მი­ვი­და ეს ამ­ბა­ვი და ამი­ტომ თა­ზოს აბ­რა­ლებ­დნენ, ეგო­ნათ მან შე­ა­ტყო­ბი­ნა უფ­როსს. ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ტე­ლე­ფო­ნე­ბის მი­მო­წე­რე­ბი და ზა­რე­ბი, ვფიქ­რობ ამის შეს­წავ­ლის შემ­დეგ ბევ­რი რამ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა სჭირ­დე­ბა ამას. ზუს­ტად რო­დის მოკ­ლეს ესეც გა­ირ­კვე­ვა. ბევ­რი რამ არ თქვა პრო­კუ­რორ­მა, რად­გან ძებ­ნა­შია ორი პირი. თაზო კარ­გად იც­ნობ­და პა­პაშ­ვილს, მე­გობ­რობ­დნენ. ტე­ლე­ფო­ნე­ბის ამო­ნა­წე­რე­ბი მოგ­ვცემს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამო­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლის ტე­ლე­ფო­ნიც, რო­მე­ლიც მან და­ტო­ვა თა­ვის სო­ფელ­ში, კო­და­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­დევ ერთი დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა. სა­შინ­ლად ნა­წა­მე­ბია თაზო, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და და­ჩეჩ­ქვი­ლია. ხორ­ცის საჭ­რე­ლი სქე­ლი და­ფე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი, ეს აქვს თავ­ში ჩარ­ტყმუ­ლი და გა­და­ტე­ხი­ლია შუ­ა­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კეა ჩა­დე­ნი­ლი. ექ­სპერ­ტი­ზა იტყვის უფრო დე­ტა­ლუ­რად. მე პი­რა­დად ვნა­ხე ცხე­და­რი სა­ნამ ჩა­აც­მევ­დნენ სამ­ხა­რა­ულ­ში ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ. მას ბლაგ­ვი საგ­ნე­ბი აქვს ჩარ­ტყმუ­ლი, ჩაგ­ლე­ჯი­ლი აქვს სა­ფეთ­ქე­ლი, დიდი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.

 

დე­ტა­ლუ­რად და­ვათ­ვა­ლი­ე­რე სხე­უ­ლი და ავ­სა­ხე ფო­ტო­სუ­რა­თებ­ში. ძა­ლი­ან დიდი ეჭვი მაქვს, ერთი ადა­მი­ა­ნი ამას ვერ გა­ა­კე­თებ­და. შე­საძ­ლოა მოხ­დეს საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა. მი­ნი­მუმ უმოქ­მე­დო­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა სა­ხე­ზეა. შენ იქ ხარ, უყუ­რებ რო­გორ კლა­ვენ ადა­მი­ანს და ხმას არ იღებ. ერთ მო­მენ­ტში აწია თა­ვიო, შენ კი­დევ ცო­ცხა­ლი ხარ და კი­დევ გა­უგ­რძე­ლა და არ­ტყმე­ვი­ნა თა­ვიო, ამ­ბობს, ერთ- ერთი მათ­გა­ნი. ამა­ზე მეტი სი­სას­ტი­კე რა გინ­და. ყვე­ლა უნდა და­ი­სა­ჯოს. სა­შა­ურ­მის მე­პატ­რო­ნეს ჰპა­რავ­დნენ ფულს. ისიც სცა­დეს თა­ზოს­თვი­საც დაბ­რა­ლე­ბა ჩვე­ნე­ბებ­ში, ვი­თომ სხვებ­თან ერ­თად გა­რე­უ­ლი იყო ამა­ში თაზო. არა­და მას სახ­ლშიც ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ფულს უტე­ხავ­დნენ სხვე­ბი და ამის გამო ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. ამის­გა­ნაც იგი­ვეს ითხოვ­და პა­პაშ­ვი­ლი და ამან უარი რომ თქვა, ამი­ტომ გა­უს­წორ­და ასე. კა­მე­რებ­ში გა­მოჩ­ნდა ამ სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ 5 პირი რო­გორ ტო­ვებს იქა­უ­რო­ბას და გარ­ბი­ან, მარ­თა­ლია სხვებს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, მაგ­რამ ვფიქ­რობ კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვლე­ბა, ეს არის მათი მხრი­დან მკვლე­ლო­ბა.

 

თა­ზოს მე­გო­ბა­რი და თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნა ჩვენ­თან სა­უ­ბარს ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ამ და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას, სამ­სა­ხურ­შიც კი ნახა ერთ-ერთი მათ­გა­ნი და­კა­ვე­ბის დღეს. მე­ო­რე და­კა­ვე­ბულ­მა 20 რი­ცხვში მე­სი­ჯიც მის­წე­რა. თა­ზოს მე­გო­ბა­რი იმა­საც ეჭ­ვობს, რომ ისი­ნი ამ ამ­ბის და­მალ­ვას შე­ე­ცად­ნენ.

 

“რო­გორც ვიცი იმ ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც ახლა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სთხოვ­და პა­პაშ­ვი­ლი სა­ლა­რო­დან ფუ­ლის მო­პარ­ვას და ისი­ნი ამას აკე­თებ­დნენ. იგი­ვეს ითხოვ­და თა­ზოს­გან და ის უარს რომ ამ­ბობ­და ეს გახ­და ჩხუ­ბის მი­ზე­ზი. თა­ზოს პა­ტი­ოს­ნე­ბა­ში ეჭვი არა­ვის არ შეგ­ვპარ­ვია, ყვე­ლა­ზე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მო­ლა­რე იყო. ამ მკვლე­ლო­ბის გახ­მა­უ­რე­ბამ­დე უფ­როს­მა და­წე­რა სამ­სა­ხუ­რის ჩატ­ში, რომ თაზო სამ­სა­ხუ­რი­დან მი­დი­სო. სო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბაო, მაგ­რამ ამ სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ახლა გა­სარ­კვე­ვია მარ­თლა თა­ზომ მის­წე­რა ეს ტექ­სტი ჩვნს უფ­როსს თუ თა­ზოს ტე­ლე­ფო­ნით სხვამ მი­წე­რა. იმი­ტომ რომ ჩემ­მა უფ­როს­მა ზუს­ტად ეს თქვა, თა­ზოს მო­წე­რი­ლი ჰქონ­და რომ ბე­ბია ბა­ბუ­ას უნდა მო­ვუ­ა­რო სო­ფელ­ში და იქ ვბრუნ­დე­ბიო. მერე თქვა ჩემ­მა უფ­როს­მა ეს ამ­ბე­ბი როცა გა­ვი­გეთ, რომ კა­ხე­ლე­ბი ბე­ბია ბა­ბუ­ას არ ამ­ბო­ბე­ნო. მეც ნა­ხევ­რად კა­ხე­ლი ვარ და ეგ მარ­თა­ლია, თაზო მარ­თლა ბაბო პა­პას იძახ­და- ხოლ­მე. ბე­ბია ბა­ბუა არას­დროს უთ­ქვამს, ამი­ტომ არის ვა­რა­უ­დი, რომ ეს სხვამ და­წე­რა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან რო­მე­ლი შე­ე­ცა­და კვა­ლის და­ფარ­ვას, ეს პო­ლი­ცი­ამ უნდა გა­არ­კვი­ოს. თი­თის ანა­ბეჭ­დებ­საც ხომ ნა­ხავ­დნენ წე­სით, ესეც თუ მარ­თლა მა­გა­თი გა­კე­თე­ბუ­ლია, რა­ღა­ზე უნდა იმ­სჯე­ლო. უმ­კაც­რე­სად უნდა დაის” – ამ­ბობს თა­ზოს მე­გო­ბა­რი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მეტი დე­ტა­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

წყარო : ამბები. Ge 

გაზიარება910

დაკავშირებული -პოსტები

დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ამინდის უარესდება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...

დაწვრილებითDetails

როგორ ვიქცევითვ თუ გველმა გვიკბინა – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში: - გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ...

დაწვრილებითDetails

როდის იქნება ყველაზე ცხელი დღეები

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
როგორი იქნება სექტემბერი – რას ამბობენ სინოპტიკოსები
მთავარი

აგვისტოში საქართველოში, წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა სახლის ადგილას, 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები  ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ...

დაწვრილებითDetails

“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე ვე­რა­ზე მომ­ხდარ სა­ზა­რელ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის...

დაწვრილებითDetails

კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში მცხოვ­რე­ბი 28 წლის ავთო მარ­ხვა­ი­ძე გო­მეწ­რის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ბე­ღე­ლას მიმ­დე­ბა­რედ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" აქვეყ­ნებს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი თუ­შე­თის სო­ფელ ჯვარ­ბო­სელ­ში, დღე­ო­ბა­ზე მი­დი­ო­და, თუმ­ცა...

დაწვრილებითDetails

ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას
მთავარი

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"