ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ქალი შეიყვანეს, რომელიც სასტიკად არის ნაცემი.
ქალს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება.
“ინფო იმერეთს” წყარომ განუცხადა, რომ ფაქტი სასულიერო პირმა ჩაიდინა.
შემთხვევა კი იმერეთის ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
ინფო იმერეთისთვის ცნობილია სამედიცინო დაწესებულება, შემთხვევის ადგილი, დაზარალებული ქალისა და სავარაუდო დამნაშავე სასულიერო პირის ვინაობა, თუმცა დეტალებს შეგნებულად არ ვასახელებთ.








