LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის ცენტრალური ბულვარი, სავარაუდოდ, “გვირილობისთვის” გაიხსნება

ქუთაისის ცენტრალური ბულვარი, სავარაუდოდ, “გვირილობისთვის” გაიხსნება

დაპოსტა 2025/02/20-ში
A A
124
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აპრილში დამთავრდება და საზეიმოდ, ორმაისობის დღესასწაულზე გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ციბაძემ განცხადა.

“ჩვენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებთან მიმართებაში არანაირი გამოწვევა არ გვაქვს, რომ გვირილობისთვის ყველაფერი მზად იყოს. სადრენაჟე სისტემა, ირიგაციის სისტემა, ყველა კომუნიკაცია, კანალიზაცია და ა.შ – ეს სამუშაოები ყველაფერი დასრულებულია. ერთადერთი, დარჩენილია მოპირკეთების სამუშაოები, რომლის ყველა მასალა ადგილზეა და ამ მხრივ არანაირი გამოწვევა არ გვაქვს”,- განმარტა გიორგი ციბაძემ.

მისი თქმით, ადგილზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

“ქუთაისის ცენტრალური პარკი საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა აღდგენას. ამორტიზებული და დაზიანებული იყო საფეხმავლო ბილიკები, პარკის ფურნიტურა და განათების ბოძები. პარკში, ფაქტობრივად, არ არსებობდა სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, რის გამოც წყალი გროვდებოდა კონკრეტულ მონაკვეთებში და იწვევდა არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ფილებისა დაზიანებას

რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა პარკის არსებული მდგომარეობის სრულყოფილ შესწავლას. ამისათვის, ჩატარდა ტაქსაცია და სრულად აღინუსხა პარკში არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები. პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია დენდროლოგი და პროექტი ხორციელდება მისი რეკომენდაციების სრული დაცვით. პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების დამატებაც
პროექტის ფარგლებში, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“, ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. პარკში მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები და რეაბილიტირდება არსებული საზოგადობრივი საპირფარეშო
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.9 მილიონი ლარით ფინანსდება” – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის მარტში დაიწყო. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი – შპს “დაგი”.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.

ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

როგორი იქნება განახლებული ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ აქ.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

“გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ”-ტრამპი

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება. „სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე,...

დაწვრილებითDetails

“მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია” – მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი
მთავარი

საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით. დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, უწმინდესს ძალიან უნდოდა ქართველთა ერთობა და...

დაწვრილებითDetails

” მართალია დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი!” მაგრამ ხშირია, როდესაც ივიწყებენ უფალს” – მეუფე შიო

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს
მთავარი

საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში... ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. „ნაფიცმა...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ნიუ ჯერსის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია“ ავრცელებს. "ნათელი შენს ლამაზ სულს თეოო როგორ გული დამწყვიტე ,უფალს ებარებოდე ლამაზო და ძლიერო გოგო ,მიყვარხარ "-წერს...

დაწვრილებითDetails

73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა-მკვლელობა ზუგდიდში

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზუგდიდში 73 წლის ზ. ნოზაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული პირი თანასოფლელთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ...

დაწვრილებითDetails

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"