UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავის პოდკასტში მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ილია თოფურიასთან რემატჩი შედგება.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„იმედია, ბრძოლის ჩანიშვნის შესახებ მალე გამოცხადდება. ჩხუბისთვის მომზადება უკვე დავიწყე. ახლაც ბანაკში ვარ. ილია ფიქრობს, რომ შეუჩერებელია? რა თქმა უნდა, ის ამას იფიქრებს და ამის სრული უფლება აქვს. მან ზედიზედ ორი გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა და თან, მე და მაქსი დაგვამარცხა…“