LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

“კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა” – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/02/18-ში
A A
33
ნახვა
გაზიარება

კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა – ვინც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი ამაღლობელთან დაკავშირებით ელჩებს, მათ შორის ევროკავშრის ელჩს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ „ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა“.

„უპირველესად, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რა სხვა დროსაც ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას სხვები იარაღად იყენებენ. გაოგნებული ვარ, ევროკავშირის ელჩის განცხადებებით ამ დღეების განმავლობაში, გუშინაც ჰქონდა განცხადება, რაც იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს თავისი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ეს აჩვენებს მის პირად აცდენას ყოველგვარ არა თუ ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებზე. ნაცვლად იმისა, რომ მზია ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა. ეს აღმაშფოთებელია და სააკაშვილის დროსაც ასე იყო – ვერცერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ შეეწყვიტა ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება. აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია. თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდეც, რომ მზია ამაღლობელი კარგი იარაღია მის ხელში და როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო. კარგია, რომ შეწყვიტა შიმშილობა. როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროს ვამბობდით, ახლაც მინდა ვთქვა, რომ უპირველეს ყოვლისა პენიტენციური დაწესებულება, ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც იმყოფებოდა და ზოგადად, სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი, მისი ჯანმრთელობის და კარგია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამავე დროს, ალბათ მასაც ექნება საშუალება, რომ გაანალიზოს, რომ ხალხი, რომელიც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც. ეს აჩვენებს, რომ არანაირი კეთილი განზრახვები არ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანებს, იმ უცხოელებს, რომელთა მხრიდან უხვად იყო განცხადებები, რაც იყო წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად დაეზიანებინა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

19 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 19, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივლისს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...

დაწვრილებითDetails

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 19, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ ენერგიას მოგიტანთ. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.   კურო ფინანსურ საკითხებში ყურადღება და სიფრთხილე დაგჭირდებათ. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი 6 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე 6 წლის ბავ­შვს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" ავ­რცე­ლებს.   ბავ­შვი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ექიმების თქმით, ბავშვის სიცოცხლეს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის “ტორპედოს“ ფანკლუბი “ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ქუთაისის “ტორპედოს“ ფანკლუბი “ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს
მთავარი

ქუთაისის "ტორპედოს“ ფანკლუბი "ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს. გულშემატკივრების განცხადებით, ისინი ტრიბუნაზე მანამ არ დაბრუნდებიან, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი პოსტს არ დატოვებს და კლუბში რადიკალური ცვლილებები არ...

დაწვრილებითDetails

ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება – ტორპედო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
მთავარი

ქუთაისის ტორპედო განცხადებას ავრცელებს და წერს რომ, მატჩებზე აღარ დაიშვებიან ის პირები ვინც სტადიონზე სიძულვილის ენას გამოიყენებს. ,,ქუთაისის "ტორპედო" გმობს სტადიონზე სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქცევის ყოველგვარ...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან 4 თვის შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

,,4 თვე სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყრიდან - შეჯამება როგორც იცით, 12 მარტს ტყიბულის რაიონი სოფელი კურსების ნაწილი მეწყერმა გააქრო. დავკარგეთ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, შინაური ფრინველები და ცხოველები… მეკითხებით...

დაწვრილებითDetails

40 წლიანი მცდელობის შემდეგ 63 წლის ქალი დედა გახდა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აზერბაიჯანში 63 წლის ქალის ისტორია, რომელმაც პირველად იმშობიარა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი განხილვის საგანი გახდა. ექიმ ნატიგ მაჰარამოვის ინფორმაციით, მისი პაციენტი, ჰაგიგატი, დედობაზე ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდა. 40 წელზე მეტი...

დაწვრილებითDetails

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს 

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს  - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს...

დაწვრილებითDetails

მეუღლეს დანით მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა – მამაკაცს 18 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა
მთავარი

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. https://youtu.be/6a3Cle9_jcc?si=hn_jz9NPZZl_D3_W  ...

დაწვრილებითDetails

გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
მთავარი

გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.  გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.  სრულიად უცნობი ადამიანებიც კი სამძიმარზე მიდიან და ემშვიდობებიან  ქალსს და მის სამი წლისს გოგონას, რომლებიც მთვარი მძღოლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"