ძილის სიღრმისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად მარტივი გზაა საღამოს 30-60 წუთიანი გასეირნება, ბოლო ჭამიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და ფიტნესის მწვრთნელი საუბრობს.
იდეალურ შემთხვევაში, თქვენი საღამოს გასეირნება უნდა დასრულდეს ძილის წინ დაახლოებით 45 წუთით ადრე, არაუგვიანეს 15 წუთისა“, – აღნიშნა სპეციალისტმა.
შესაძლებელია ძილის წინ სიარული?
ტრენერის თქმით, დღის ნებისმიერ დროს სიარული ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, სისხლის მიმოქცევას, იმუნურ ფუნქციას და გულ-რესპირატორულ ჯანმრთელობას.
საღამოს სეირნობას აქვს დამატებითი სარგებელი, რაც ხელს უწყობს ტვინში მელატონინის გამომუშავებას. ეს არის ჰორმონი, არეგულირებს ძილს. მელატონინის დონე ბუნებრივად იზრდება სინათლის დონის კლებასთან ერთად, ხოლო შებინდებისას ან სიბნელეში გარეთ სიარული ხელს უწყობს ამ პროცესის გაძლიერებას.
ძილის დარღვევების მქონე ადამიანები დროთა განმავლობაში დიდ სარგებელს მიიღებენ რეგულარული საღამოს გასეირნებით.
ასევე, სპეციალისტმა სიარულის ალტერნატივად დაასახელა რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში ან ზოგადი გაჭიმვა ფეხების, მკერდისა და ზურგისთვის.
წყარო: პრაიმტაიმი










