საბერძნეთში, ქალაქ ათენში ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალმა იმ ოჯახიდან, სადაც მუშაობდა ძვირფასი სამკაულები და 8000 ევრო მოიპარა.
სამართალდამცველებმა ქალის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად მოპარული ნივთები ამოიღეს.










