“მეგობრებო მინდა გუშინდელ ჩემს ლაივთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. დაიტოვეს ჩგუფში ვნახე ვიდეო სადაც რუსეთის დროშა იყო გამოფენილი ამ ფაქტმა ხალხში გაბრაზება და პროტესტი გამოიწვია მე უბრალოდ არ შემეძლო მითუმეტეს ბაკურიანში ვიყავი და ესე მეყურებინა თუ როგორ ფრიალებდა რუსეთის დროშა ჩვენს ქვეყანაში, თან იმის ფონზე სადაც 45 ქვეყნის სტუმრები ოლიმპიადის მონაწილეები მთელი ევროპის დელეგაცია ამ ქალაქში იყო და ამ დროშისთვის უნდა ეყურებინა უბრალოდ ვერ დაუშვებდი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედვად მოვახერხეთ და მაინც მივედით, ადგილას სადაც ეგ დროშა იყო ბევრი დაცვა და სამართალ დამცავი იყო მობილიზებული ყველა შემსვლელს აკონტროლებდნენ ვინაიდან ყველა ოლიმპიადის მონაწილეები და ჩვენი სტუმრები მაქ კრისტალ რეზიდენცის ტერიტორიაზე იყო დაბინავებული მიუხედავად ამისა მაინც მოვახერხეთ და ჩამოვგლიჩეთ რუსეთის დროშა.
ბაკურიანში, ერთ-ერთი კოტეჯის აივანზე რუსეთის დროშა იყო გადმოფენილი. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოგვიანებით მოქალაქე გიგა თედორაძე ადგილზე მივიდა, ის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ სურდა მეპატრონესთან ან ადმინისტრაციისთვის ეთქვა, დროშა ჩამოხსნათ. ვიდეოში ის ესაუბრება სასტუმროს დაცვას, რომელმაც თქვა, რომ ტერიტორია კერძოა და უფლება არ ჰქონდათ დროშა ჩამოეხსნათ.
მოგვიანებით გიგა თედორაძე უკრაინელების დახმარებით აივანზე ძვრება და ოკუპანტი ქვეყნის დროშას ხსნის.










