იწყება 71-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა, – ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
„იწყება სამოცდამეთერთმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში










