LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია

ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ სცემეს და შემოაკვდათ – რა მოხდა გლდანის ციხეში

დაპოსტა 2025/02/14-ში
A A
579
ნახვა
გაზიარება

გარდაცვლილი პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ 52 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს. ოჯახის თქმით,  ეტლით მოსარგებლე გუჯეჯიანი გლდანის ციხეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

პატიმრის გარდაცვალების თაობაზე კი ოჯახს მაშინ შეატყობინეს, როცა ცხედარი უკვე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იყო გადასვენებული.

გუჯეჯიანის ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაში ციხის უფროსს დავით დარასელიას და კიდევ ორ ბადრაგს, ზვიად ჯარიაშვილსა და ზვიად ქავთარაძეს ადანაშაულებს. მათი თქმით, აღნიშნული პირები გუჯეჯიანის ცემის საქმეში ადრეც მონაწილეობდნენ.

გარდაცვლილი პატიმრის დედა ამბობს, რომ შვილთან კომუნიკაცია სიკვდილამდე 2 დღით ადრე ჰქონდა:

“4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, 6 რიცხვში მირეკავენ პენიტენციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივა მედში. რატომ-მეთქი? და გამოკვლევებზეო. გათიშული მიუყვანიათ, პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, დავით დარასელიასთან… როცა იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყავთ ვივა მედში და იქ „აპრავებენ“, რომ იქ გარდაიცვალა, რომ ციხეს არ დაეწეროს…” – ამბობს გუჯეჯიანის დედა “ტვ პირველთან”. 

გარდაცვლილი პატიმრის მეუღლის თქმით კი, მის ქმარს ფიზიკურად ნოემბერშიც გაუსწორდნენ:

“ვფიქრობ იმას, რომ ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ სცემეს და შემოაკვდათ გლდანის დაწესებულებაში და მიცვალებული გადაიყვანეს უკვე ვივა მედში. სასტიკი წამების, ცემის და ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ხშირად ნაცემ მდგომარეობაში იყო, იმის მიუხედავად, რომ დავითი ეტლით მოსარგებლე იყო. ვითხოვდი დახმარებას, ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც იცოდნენ. ზვიად ჯარიაშვილი და ზვიად ქავთარაძე – ეს ორი ადამიანი ზუსტად ვიცი, რომლებმაც ნოემბრის თვეში სცემეს ჩემს მეუღლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. იმიტომ, რომ ორ დღეში სასამართლო სხდომა ჰქონდა დავითს და თავის მოწესრიგება უნდოდა და სხვისი ნახმარი საპარსი შეუტანეს.  ეტლში მჯდომ პატიმარს სცემდნენ, უსწორდებოდნენ. შეიძლება, იმის გამოც ეჩხუბათ და ეცემათ, სულ რატომ წევხარ საწოლში ან სულ ეტლში რატომ ზიხარ, ადექი გაიარეო. თვითონაც მონაწილეობდა ციხის უფროსი დავით დარასელია. თუ ღვიძლის უკმარისობა დაეწყო, უნდა დაერეკათ ჩემთან, დონორთან. სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. პატიმარი იყო, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ სუნთქავდა და ცოცხალი იყო, – ამბობს მეუღლე. 

ექსპერტიზის პასუხი ოჯახისთვის ჯერ არ გადაუგზავნიათ. “ვივა მედში” კი ოჯახის წევრებს ზეპირსიტყვიერად უმტკიცებენ, რომ გუჯეჯიანის სიკვდილის მიზეზი ფილტვების ანთება გახდა.

კომენტარი არ გაკეთებულა პენიტენციური სამსახურის მხრიდან.

გაზიარება232

დაკავშირებული -პოსტები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო...

დაწვრილებითDetails

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული ა.ი. ბათუმში დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

"მეგა tv" -ის ინფორმაციით წყალტუბოში ცოლ-ქმარი სავარაუდოთ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. როგორც მეგა ტვ-ს უყვება წყარო გარდაცვლილი ქალბატონი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო. როცა ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ , სამაშველო...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, დედის მიერ დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში, დედის მიერ დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ სამედიცინო ჯანმრთელობის ცენტრმა "მედინამ" გაავრცელა, სადაც ურთულესი დაზიანებებით, ჩვილს რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. "დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც...

დაწვრილებითDetails

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
შემაწუხებელია მატარებლის ვაგონში, ბოლო ხმაზე ამღერებული რუსული | ჟურნალისტი საქართველოს რკინიგზას მიმართავს
მთავარი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების დამატებით რეისებს ნიშნავს. „მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შსახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად  ყალბი კუპიურები  მოათავსეს. ყალბი კუპიურები  აპარატების მიერ აღქმული იქნა  რეალურ ფულად თანხად, რის...

დაწვრილებითDetails

გაუპატიურება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა დუშეთში

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

პოლიციამ დუშეთში ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ – 1974 წელს დაბადებულ...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

27 მარტს ქუთაისში მზე გამოანათებს, იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, დღისით +14 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება....

დაწვრილებითDetails

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე მოითხოვს მოთმინებას. შეიძლება გქონდეს სწრაფი მოქმედების სურვილი, მაგრამ ჯობს ნაბიჯები გააზრებულად გადადგა. ფინანსებში სიფრთხილე. კურო სტაბილურობა შენს მხარესაა. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. პირად ურთიერთობებში სიმშვიდე შენზეა დამოკიდებული....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"