LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი

რატომ არ უნდა უამბოთ სიზმრები სხვებს: საფრთხეები და რჩევები

დაპოსტა 2025/02/06-ში
A A
119
ნახვა
გაზიარება

ამბობენ, რომ ადამიანის ქვეცნობიერს არასდროს სძინავს, მუდამ აქტიურია და 24 საათის განმავლობაში „მუშაობს“.

როგორც ეზოტერიკოსები ირწმუნებიან, ძილის დროს მუშაობის პროცესში ქვეცნობიერი აცოცხლებს წარსულის სურათებს და ხატავს, ანუ წინასწარმეტყველებს მომავალს — სიზმრის სახით.თუმცა, მათი თქმით, ისეც ხდება, რომ

სიზმრად ნანახს არანაირი კავშირი არა აქვს ადამიანის წარსულთან, მის ისტორიასთან და, შესაბამისად, ის იმდენად უცნაურად ეჩვენება მას, რომ ერთი სული აქვს, ვინმეს უამბოს. ამ დროს კი, თურმე, სწორედ ასეთი სიზმრის მოყოლა არ შეიძლება, რადგან ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.

საქმე ისაა, რომ ეზოტერიკოსთა შორის გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სწორედ ასეთი, „უწარსულო“ სიზმრები გვაფრთხილებს რაღაც მნიშვნელოვანზე, რაც მომავალში უნდა მოხდეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქვემოთ დარგის ექსპერტთა მოსაზრებებს გაგაცნობთ „არმოსაყოლი“ სიზმრების შესახებ.

რომელი სიზმრები არ უნდა მოუყვეთ სხვებს:

თუ უახლოეს მომავალში რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიება გელით და ღელავთ, შესაძლოა, განცდების ფონზე დაგესიზმროთ, რომ შუა ღონისძიებისას რაიმე კონფუზი დაგემართათ. თუ ამგვარ სიზმრებს „გაამხელთ“, გამორიცხული არ არის, ის მართლაც აგიხდეთ.

ასევე არ ღირს მოჰყვეთ ის სიზმრები, რომლებშიც რაღაც უსიმოვნო სიტუაციაში ჩნდებით. ხანდახან ასეთ სიზმრებს შიში ბადებს. მაგალითად, ვთქვათ, ადამიანი პირველ პაემანზე მიდის. რა თქმა უნდა, ის ამ დროს ძალიან ღელავს და სწორედ ამ ღელვის ფონზე შესაძლოა დაესიზმროს, რომ პაემანზე უსიამოვნება შეემთხვა. და თუ არ გინდათ, რომ ზმანება რეალობად გექცეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უამბოთ ის ვინმეს.

უკვე დამტკიცებულია, რომ ადამიანები იშვიათად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რომლებიც უახლოეს მომავალში მოსახდენზე გვაფრთხილებს. ასეთი სიზმრების ამოცნობა ძალიან რთულია, მაგრამ თუ მაინც მიხვდით, რომ ძილში ნანახი „სხვანაირია“, კატეგორიულად გეკრძალებათ მისი მოყოლა. ხოლო თუ ის იმდენად კაშკაშაა და უცნაური, რომ გულში ვერ იტევთ, ცოტა ხანს მაინც შეიკავეთ თავი, თუნდაც რამდენიმე დღე.

რატომ არ შეიძლება სიზმრის მოყოლა
ბევრმა არ იცის, რომ სიზმრის მოყოლა შესაძლოა სახიფათოც კი იყოს. თურმე, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომელი სიზმრის გამხელა გსურთ სხვისთვის, არამედ ის, თუ ვისთვის აპირებთ მის მოყოლას.

ეზოტერიკოსთა თქმით:

თუ სიზმარი რაღაც კარგს გპირდებათ, გირჩევთ ის მხოლოდ ისეთ ადამიანებს უამბოთ, რომელთა კეთილგანწყობაშიც დარწმუნებული ბრძანდებით (დედა, მამა, და, ძმა და ა.შ.). ეს იმიტომ, რომ ვიღაც შესაძლოა ნეგატიურად იყოს თქვენ მიმართ განწყობილი და კარგი სიზმარიც კი შეშურდეს თქვენი. მართალია, ამ შურით ვერაფერ ცუდს ვერ დაგიშავებთ, მაგრამ სიზმარი კი აღარ აგიხდებათ.

მთავარი, რის გამოც არ შეიძლება სიზმრის ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისთვის მოყოლა, ეს იმის გამო, რომ ხშირად სიზმარი ჩვენს ემოციურ მდგომარეობას ასახავს და ირგვლივ მყოფებს ჩვენს სუსტ მხარეებს აჩვენებს. მათ კი თავისუფლად შეუძლიათ, ეს ცოდნა ისევ ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.
ფსიქოლოგების მოსაზრება სიზმრების მოყოლა-არმოყოლის თაობაზე ფრიად განსხვავებულია. მათი ერთი ნაწილის აზრით, თუ ადამიანს იმდენად უნდა ძილში ნანახის სხვისთვის გაზიარება, რომ წვალობს კიდეც, მაშინ ჯობს ილაპარაკოს ამაზე; ხოლო თუ ხვდება, რომ გარკვეული სიზმარი მხოლოდ მის საიდუმლოს უნდა შეადგენდეს, დაე, გულში შეინახოს ის.

არჩევანის გაკეთება, თურმე, არც ისე ძნელი ყოფილა, ვინაიდან ასეთ დროს ადამიანში ფსიქოლოგიური ბარიერი ირთვება, რომელიც მას არ აძლევს უფლებას, გააკეთოს ის, რასაც შემდეგ ინანებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ შინაგან შეგრძნებებს, ინტუიციასაც მიუგდებთ ყურს.

დაბოლოს: თუ სიზმრის მოყოლის სურვილი გაწვალებთ, მაგრამ ხვდებით, რომ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მსმენელად შეგიძლიათ ბუნების რომელიმე სტიქია აირჩიოთ – ნაკადული (მდინარე, წყარო…) ან ქარი.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით – ანი ქავთარაძე

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
“ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება” – რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი
მთავარი

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით - ანი ქავთარაძე დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითქც ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი დიდი ალბათობით ნორავირუსი გახდა. ანი ქავთარაძე პოსტში...

დაწვრილებითDetails

ბაღებში ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო – დავადებათა კონტროლი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.   „17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა...

დაწვრილებითDetails

,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს
მთავარი

საბერძნეთის პოლიციამ საცხოვრებელი სახლების ძარცვაში ეჭვმიტანილი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ათენისა და ატიკის სხვა რაიონებში ბინებს წინასწარ შერჩეული სქემით ძარცვავდნენ.   გამოძიების მიხედვით, ჯგუფი ბინის მცხოვრებლების სახლში...

დაწვრილებითDetails

არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა… – მეტეოროლოგის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უამინდობის გამო შესაძლო მეწყერული პროცესების რისკებზე წერს.   „აჭარის სანაპირო კურორტებსა და დაბალმთიან რაიონებში კვლავ არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა. გაითვალისწინეთ აღნიშნული რისკები და გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და დინამიკური იქნება. კარგი დროა დაწყებული საქმის დასასრულებლად და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ურთიერთობებში სიჩქარეს მოერიდე.   კურო ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევს. შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

112-ში შეფერხებაა – როგორ უნდა დაუკავშირდეთ საჭირო სამსახურებს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
112 განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 591544375 591946870 591946840 591544384 577011174 598087761 599842206 577011241 ტექნიკური ჯგუფი...

დაწვრილებითDetails

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში ტბა 7 ლარად  შეაფასეს და  3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი
მთავარი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"