აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ სანქციებს განიხილავს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბაიდენი ამ სანქციების დაწესებას მმართველობის ბოლო კვირებში გეგმავს.
სტატიაში ნათქვამია, რომ სანქციების მიზანია დარტყმა მიაყენოს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ – საერთაშორისო გემებს, რომლებსაც რუსული ნავთობი იმ ქვეყნებში გადააქვთ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული დასავლეთის სანქციების პოლიტიკასთან.
გამოცემის ცნობით, ამ სანქციების კიდევ ერთი მიზანია ზეწოლა მოახდინოს რუსული ნავთობის ექსპორტიორებზე, რომლებიც აქამდე სანქციებით დაზარალებულნი არ ყოფილან. საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, რომელიც ბანკებს რუსული ენერგეტიკული ტრანზაქციების დამუშავების უფლებას აძლევს.









