სოხუმში, ჯონუას ქუჩაზე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრის, ადგურ ხარაზიას სახლი მანქანიდან დაცხრილეს. ამის შესახებ იტყობინება აფხაზეთის ტელევიზია.
დაშავებულები არ არიან, თუმცა მომხდარის შემდეგ, ე.წ. შსს-მ სახლს ალყა შემოარტყა და თავდამსხმელებს ეძებენ.
ხარაზიას ბრალად ედება მისი კოლეგის ვახტანგ გოლანძიას მკვლელობა და კიდევ ერთი დეპუტატის, კან კვარჩიას დაჭრა.
შემთხვევა 19 დეკემბერს კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის კანონპროექტის განხილვისას მოხდა.
ადგურ ხარაზიას დეპუტატობის იმუნიტეტი მოუხსნეს, თუმცა ის ჯერ არ დაუკავებიათ.
წყარო: spnews










