LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე

ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს – გურამ მაჭარაშვილი

დაპოსტა 2024/12/24-ში
A A
27
ნახვა
გაზიარება

ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება ყველა შემთხვევაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება“.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს და თუ სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ რაიმე ბრძანებულებას გამოსცემს, ეს მხოლოდ “ფარატინა ქაღალდი“ იქნება.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით არჩევნები დანიშნოს. ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი ვერ ირჩევს მთავრობას ორჯერ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დროს ფორმალურად ნიშნავს არჩევნებს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. ამ სამი შემთხვევიდან არცერთი არ არის. შესაბამისად, წერილებს თუ დაწერს ზურაბიშვილი, ეს მისი საქმეა, ხოლო მის არცერთ ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არ ექნება.

რაც შეეხება ე.წ. საბჭოებს თუ კონსულტაციებს, ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება ყველა შემთხვევაში,. თვითონაც ხომ იცის?! სავარაუდოდ, ამ ცერემონიაზე ექნება ამ ე.წ. საბჭოს საუბარი.

ზურაბიშვილს არაერთხელ გაუკეთებია არაკონსტიტუციური განცხადება, ქმედებებიც ჩაუდენია კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით და ისეთი სულელური ნაბიჯები გადაუდგამს, საკონსტიტუციო სარჩელიც შეუტანია, თუმცა აღმოჩენილა, რომ არასწორია. მან რომ ბრძანებულება გამოსცეს იმის თაობაზე, რომ არჩევნები დაინიშნოს, ფარატინა ქაღალდი იქნება. კონსტიტუცია ამბობს, როდის ინიშნება არჩევნები. ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ 29 დეკემბრამდე უნდა მოხდეს კონსულტაციები და არჩევნების დანიშვნა, რატომ? იმიტომ, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და ეს მანაც კარგად იცის. აღიარებს, რომ მისი უფლებამოსილება 29 დეკემბერს სრულდება“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.

ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

“გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ”-ტრამპი

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება. „სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე,...

დაწვრილებითDetails

“მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია” – მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი
მთავარი

საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით. დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, უწმინდესს ძალიან უნდოდა ქართველთა ერთობა და...

დაწვრილებითDetails

” მართალია დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი!” მაგრამ ხშირია, როდესაც ივიწყებენ უფალს” – მეუფე შიო

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს
მთავარი

საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში... ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. „ნაფიცმა...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ნიუ ჯერსის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია“ ავრცელებს. "ნათელი შენს ლამაზ სულს თეოო როგორ გული დამწყვიტე ,უფალს ებარებოდე ლამაზო და ძლიერო გოგო ,მიყვარხარ "-წერს...

დაწვრილებითDetails

73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა-მკვლელობა ზუგდიდში

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზუგდიდში 73 წლის ზ. ნოზაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული პირი თანასოფლელთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ...

დაწვრილებითDetails

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"