LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ ითხოვდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ

“ვთხოვთ პროკურატურას, შევიდნენ სასამართლოში შუამდგომლობით, რათა აქციებზე დაკავებული ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით”-ეკა გიგაური

დაპოსტა 2024/12/23-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, შევიდნენ შუამდგომლობით, რომ [აქციებზე დაკავებული] ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით – ფაქტობრივად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ არსებობს მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეები, რომლებმაც აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებენ და ფაქტობრივად, პროკურატურის დავალებას ასრულებენ.

მან საზოგადოებას იმ მოსამართლეების ვინაობა გააცნო, ვინც დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოსამართლეების იდენტიფიცირება და დასახელება, რომლებიც მიკერძოებულად იქცევიან ამ კონკრეტული სასამართლო სხდომების დროს და შემოგთავაზებთ მათ გვარებსა და სახელებს. თამარ მჭედლიშვილი, რომელმაც განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ნიკოლოზ კაციას, ალეკო ელისაშვილის და სხვების საქმეები. ირაკლი ხუსკივაძე – განიხილავდა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 დაკავებულის საქმეს. ლელა მარიდაშვილი – განიხილავდა გიორგი ახობაძის და საბა სხვიტარიძის საქმეებს. ლევან ყოლბაია განიხილავდა ბათუმში დაკავებული პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეს. დავით მგელიაშვილი – განიხილავდა საბა ჯიქიას და ანზორ კვარაცხელიას საქმეებს. ნანა შამათავა – განიხილავდა დავით ლომიძისა და თენგო ზასოხაშვილის საქმეებს. დავით კურტანიძე – განიხილავდა მათე დევაძის საქმეს. მოკლედ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოქმედებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ფაქტობრივად, ასრულებენ პროკურატურის დავალებას.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის რომ, იმის გამო, რომ სასამართლო პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში არის ჩართული და არ ემსახურება საზოგადოებას და კანონის მოთხოვნებს, იმის გამო, რომ პატიმრები ხშირად საუბრობენ არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე. ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მათ აძალებენ და ისინი ზეწოლის ქვეშ არიან იმისთვის, რომ კონკრეტული ჩვენება მისცენ. ასევე, იმის გამო, რომ ჩხრეკა და ამოღების საპროცესო გარანტიები არ არის გარანტირებული მთელი ამ პროცესების განმავლობაში, ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას და მოვითხოვთ, რომ შევიდნენ შუამდგომლობით, რომ ამ კონკრეტული ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ არსებობს მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა,” – განაცხადა გიგაურმა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი პირველი მაისისთვის

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"