2024 წლის იანვარ-ნოემბერში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 909 253 ლარი შეადგინა, რაც 435 775 ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, აღნიშნულისთვის 3 345 028 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.
რაც შეეხება მხოლოდ ოქტომბერსა და ნოემბერს, მონაცემების მიხედვით, ნოემბერში 155 691 ლარის დაიწერა, ხოლო ოქტომბერში 178 604 ლარის.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.