LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს

ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს

დაპოსტა 2024/12/23-ში
A A
535
ნახვა
გაზიარება

ლაშა ბექაურის დედა, ვიკა წიკლაური ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„მე არ მინდოდა ამის დაწერა, რასაც ახლა ვწერ… არ მინდოდა, რადგან ქრისტე უნდა იშვას მალე და არაფერია ამ მოვლენაზე ზე აღმატებული.

არ მინდოდა, რადგან ჩემს პოსტზე გიენებივით სისინებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს აზრს არ იზიარებენ.

დღევანდელ დაძაბულ მდგომარეობაში, სადაც ნაპრალის იქით მხარეს დარჩა ბევრი ჩემი ნაცნობ-უცნობი, არც კი დამიშვია ფიქრშიც კი, გამელანძღა ან დამეწყევლა ისინი, რადგან ვიცი, ამაზე დიდი ნაპრალი ამოუვსია იმ დიად ძალას, რასაც უფლის რწმენა და სიყვარული ჰქვია.

უღმერთოდ არც ადამიანი ვარგა, არც ოჯახი, არც სამშობლო და არც მსოფლიო.

ყველას და ყველაფრის მიმართ სიყვარული დაკარგავს აზრს მის გარეშე…

ამ წელს, ეს არის ჩემი უკანასკნელი საჯარო პოსტი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
მე ვფიქრობ, თქვენ, ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო!

დიახ!

არამც და არამც, სამშობლოს სიყვარული არ ჰქვია იმას, რის გამოც დღეს, შობის მარხვაში აქციებს მართავთ.
ყველა მოვლენა საიდანღაც იღებს სათავეს…. და სწორედ ეს სათავე უნდა იყოს კეთილი საწყისის, სხვა შემთხვევაში, ის ვერ დასრულდება კეთილად.

დღევანდელი დაძაბულობის სათავე ცოტა უფრო შორიდან იწყება, ვიდრე ეს აქციებია…

უფრო კონკრეტულად კი, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ზედმეტად მტკივნეული „გამჭვირვალობის კანონით“ , რომელსაც არაფერი ჰქონდა რუსეთთან საერთო და მაინც… ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტყინებული გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის ლიდერების სლოგანზე „წამოეგო“ ხალხი , „არა რუსულ კანონს“.

თქვენ, უმრავლესობას რომ გცოდნოდათ, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია არის დიდ სახელმწიფოებში და რამდენი ციცქნა საქართველოში, არ აჰყვებოდით ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა განგაშს, საგანგაშო ნამდვილად ჰქონდათ, უცხოეთიდან შემოსული დავალებების პირნათლად შესრულებით, მათი ოჯახების კეთილდღეობას უზრუნველყოფდნენ. 30 000 არასამთავრობო ორგანიზაცია 5-ჯერ მეტ თანამშრომელს ხომ იტევს? ანუ 150 000 ადამიანს, ჰოდა 150 000 შეშფოთებული ადამიანის და ქლესა, გამყიდველი, პირსისხლიანი, მევახშე პოლიტიკოსების მოწოდებებზე არ უნდა გასულიყავით ქუჩაში.

დიახ!

გეწყინათ?

ცივი წყალი დალიეთ.

თქვენ თქვენი პირადი კომფორტისთვის დგახართ.

გაქვთ უფლება, გსურდეთ უკეთესი ყოფა. ეს არანაირად არ არის სათაკილო, ან საძრახისი.

მაგრამ …

გყოფნით თავხედობა და გაჰყვირით, სამშობლოსთვის ვდგავრთო და დანარჩენებსაც გვამუნათებთ, გინდა თუ არა, გამოდითო.

უშვერი სიტყვებით ილანძღებით, იგინებით, ვანდალურ აქტებს აწყობთ, პოლიციას აფურთხებთ და თან ხელიც გინდათ გადაგისვან მოფერებით საპასუხოდ?

თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, ანწუხელიძე რომ მოგვიკლეს, მაშინ აწევდით ერთ ადგილებს და გამოხვიდოდით!

მაგრამ ანწუხელიძე თქვენი ოჯახის წევრი არ იყო და „გაატარეთ“ …

სამაგიეროდ, უნიჭო და ყოვლად მახინჯი „პერფომანსით, საოკუპაციო ხაზთან, მავთულხლართებთან შარვლები ჩაიხადეთ და მერე ამაყობდით, რუსებს დავცინეთ, უკანალი ვაჩვენეთო…

შარვალჩახდილი კაცი როგორ შეიძლება სხვას დასცინოდეს?

თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, დავით გარეჯის თემებზე ატეხდით განგაშს, ხუთი კაცით წვიმაში რომ ვიდექი რუსთაველზე.

თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, 2008 წლის უბედურებას გააპროტესტებდით და პასუხს მოსთხოვდით გმირის მანტიის მომპარავ „ბელადს“, ქვეყანა რომ თავის იდიოტურ, თავხედურ პროვოკაციას შესწირა, თორემ ყველამ კარგად იცის, ვისი წამოწყებული იყო ეს საშინელი დღე!

თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, მუხლდაჩოქილი, ხელიხელჩაკიდებული ილოცებდით და შობის დღესასწაულზე ქვეყნის გამთლიანებას სთხოვდით უფალს.

მაგრამ არა!

თქვენ სამშობლო მხოლოდ კარგი ხელფასი და პირადი კეთილდღეობა გგონიათ.

„სლავა უკრაინას“ ძახილით მოძრაობთ და უკრაინელი ჯანმრთელი კაცები ჩვენს მიწაზე საუკეთესო სასტუმროებში „გულაობენ“.

ომი გწყურიათ?

წადით!

იომეთ!

თქვენს მეგობარ, მასხარა ზელინსკის ომით შემოსული მილიარდები უთვალეთ და კარგად ჰკითხეთ, რად დაუჯდა ეს გარიგება!

სისხლდაწრეტილ, ასგზის ნაომარ საქართველოს შეეშვით!

არ წამოვეგებით თქვენს ანკესზე, თქვენი სატყუარა ზედმეტად სასაცილოა ჩვენთვის!

შეეშვით იმ ხალხის ლანძღვა გინებას და წყევლა კრულვას, ვინც თქვენთან არ დგას!

ერეკლე მეორეს, ხმლებით სხეულდაჩეხილ მეფეს, სამშობლოს დაცვისთვის ნაიარევს, უგუნური სიტყვებით მოიხსენიებთ და ღალატში სდებთ ბრალს მეფეს, რომლის დიდი დამსახურებაა ახლა რომ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქართველნი გვქვია!

რა ენით მოიხსენიებთ უძლურებაში მყოფ პატრიარქს!

დასცინით ოჯახის სიწმინდის დღეს გამოსულ ასიათასობით ადამიანს და სექსუალური უმცირესობის მიერ გამართულ მსვლელობებს ამართლებთ.

ფრთხილად!

ეს საქართველოა!

ეს ის საქართველოა, სადაც პანდემიის პერიოდში, როცა ყველა ქრისტიანულმა ქვეყანამ ზიარება აკრძალა, საქართველოს ეკლესიის მესაჭის, პატრიარქის კურთხევით, ვიდექით ადამიანები ტაძრის ეზოებში და საერთო კოვზიდან ვიღებდით ზიარებას ჩვენს შვილებთან ერთად!

გვეშინოდა?

არა!

უღმერთო სიცოცხლის უფრო გვეშინოდა, ვიდრე ხელოვნური ვირუსით სიკვდილის.

ასე ფიქრობდა ალბათ მეტეხის ხიდზე მდგარი 100 000 ქართველი, ქრისტეს ხატს რომ ფეხი არ დააბიჯა. ასე ფიქრობდა ალბათ ანწუხელიძეც, საქართველოს დროშას რომ ფეხი არ დააბიჯა.

ასე ფიქრობდნენ ის ჯარისკაცები, ტყვიების მოლოდინში შავლეგოს რომ შეჰბღაოდნენ ცას! მე არ მბურძგლავს მყვირალა ლოზუნგებზე!

ორატორობაში გაწაფული, ნასწავლი ნაძირლების პათეტიკურ მოწოდებებზე!

გული მერევა იმ ფრაზებზე, რომელიც ბევრჯერ გაჟღერდა ოპოზიციური პარტიის მესვეურთა უგვანო პირებიდან:
„რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, რომ მასა ავიყოლიოთ“… 

მერე… როცა ხიფათის სუნს იგრძნობენ, ვირთხებივით სოროებში შეძვრებიან და მათგან მოტყუებულ გულუბრყვილო ახალგაზრდებს სასიკვდილოდ გაიმეტებენ…

დიახ, მიმაჩნია, რომ ჩვენ, ჩვენი ტერიტორიის, რესურსის და ბევრი სხვა მიზეზის გათვალისწინებით, მუშტების ქნევით არცერთ დიდ ერს არ უნდა ვესაუბროთ!

დიახ, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს აგვარიდოს მსოფლიო სიგიჟეს და ომის ისტერიას.
დიახ, სწორედ ამისთვის, მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება, მაგრამ აქვე გამოვთქვა ჩემი პროტესტი იმ თორმეტწლიანი კოჰაბიტაციის გამო, რამაც ხელი შეუწყო ამ მოცემულობას, რაშიაც დღეს ვიმყოფებით!

სანამ ომზე და უბედურებაზე საუბარს დაიწყებთ, იქნებ მანამდე იმ ხალხს გაესაუბროთ, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა, ვისაც საკუთარი ოჯახის წევრები ცოცხლად დაუწვეს, გაუუპატიურეს, დაუხვრიტეს.

იქნებ გორში მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხოთ, რა არის ომი… მათი ისტორიები მოისმინოთ და მერე აკეთოთ მოწოდებები ომზე!

გეყოთ!

ნუ გადააქცევთ რუსთაველს სისხლის ღვრის კერად!

მსხვპლშეწირვის ადგილად!

მამონას მსახურებაა ყოველი ადამიანის სისხლი!

ახლა ლოცვის, სიყვარულის, მიტევების დროა!

ნუ მოჰკლავთ დაუბადებელ ქრისტეს კიდევ ერთხელ!

დაშოშმინდით!

სანამ ნაპრალი ისე არ გაფართოებულა, რომ მის სხვადასხვა მხარეს მდგომი, ყველა არ ჩაგვითრია იმ დიდი სიძულვილის უფსკრულში, საიდანაც ვერასდროს ამოვალთ… მიწის მაღლა კი პირდაკეტილი ნაპრალის თავზე ივლის მტერი, ჩვენი სიბრიყვით გამარჯვებული და ასე გავქრებით ქართველები საქართველოდან…

თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ ყოველ ლანძღვაზე ტკბილ სიტყვას გაგებებთ. წყევლაზე-ლოცვას,
სიძულვილზე სიყვარულს. ბრაზზე – მოთმინებას, მშვიდობა გვქონდეს…

მიყვარხართ, რადგან ყველა თქვენგანში, ასეთში თუ ისეთში, არის თუნდაც პატარა საუფლო წილი.
ამ წილის გამო, ყოველთვის ვეცდები, არ გაგემიჯნოთ არანაირი პოლიტიკის გამო და მიყვარდეთ, სანამ მთავარ ზღვარს არ შეეხებით, მშვიდობას საქართველოში და ქრისტეს ეკლესიაში“, – წერს ვიკა წიკლაური.

გაზიარება214

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო ნათია ვიპოვეთ!!! 24 საათის შემდეგ! მადლობა თანადგომისთვის ყველას“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში. დღეს...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შესაძლებლობები ელის. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც სიახლეების მიღებას არ შეუშინდება და ხელსაყრელი შანსების გამოყენებას დროულად შეძლებს. თვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
მთავარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5989 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9074 ლარია. აღნიშნული კურსი 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე შენარჩუნდება.

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ სადმე შეგხვდათ და ნახეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 557490450 მაკა...

დაწვრილებითDetails

“ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია - ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას, - ამის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა – სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა. დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს...

დაწვრილებითDetails

ზურა ჯაფარიძე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში მისი დაკავების გარემოებებზე განცხადებას ავრცელებს.   როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა ეკრძალება.   ჯაფარიძე აღნიშნავს,...

დაწვრილებითDetails

გიორგი შარაშიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას – „ოცნება“ ძალიან მწარედ აგებს პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი ფუნქცია დაუტოვეს, „ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება - „ოცნებას“ მინდა ვუთხრა, რომ ეს სრულიად უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედებაა, რომელიც სწორედ მათთვის იქნება...

დაწვრილებითDetails

ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ – ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით – თამარ ჩერგოლეიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
მთავარი

ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით, - ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"