თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი იწყება.
დღეს წინასასამართლო სხდომა ჩატარდება, რომელზეც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.
დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ბრალდება. ცოტა ხნის წინ, მას ბრალი დაუმძიმეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ტრანსგენდერ ქალზე სისტემატურად ძალადობდა.