დღეს, 22 დეკემბერს ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, “სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მამკაცი გარდაცვლილი დახვდა, ორი დაშავებული კლინიკა “იმედიში” გადავიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით.